Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აშშ-ს ღვინის საუკეთესო რეგიონები

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ცნობილი ღვინის რეგიონები ნამდვილად საინტერესო და გამორჩეულია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ს თითქმის ყველა შტატში აწარმოებენ ღვინოს, მათგან კი ზოგიერთი აუცილებლად სანახავიც კია. კალიფორნია, სადაც მთელი ქვეყნის 80%-ზე მეტი ღვინო იწარმოება, მრავალი ღვინის რეგიონის სამშობლოა,რომელთაგან რამდენიმეს ჩვენს სტატიაშიც შეხვდებით. 

პირველი, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, ეს არის სანტა ბარბარას ოლქი (კალიფორნია) - 2021 წელს Wine Enthusiast-მა სწორედ სანტა ბარბარა დაასახელა საუკეთესო ღვინის რეგიონად მსოფლიოში. აქ ვენახები მთის ქედებს შორისაა განლაგებული, ოკეანის გამო კი სხვადასხვა მიკროლიმატი იქმნება, დღესა და ღამეს შორის კი ტემპერატურის საკმაოდ დიდი სხვაობაა ხოლმე, რაც უფრო ხანგრძლივი სეზონის საშუალებას იძლე. ნიადაგის სტრუქტურის გათვალისწინებით აქ 70-ზე მეტ სხვადასხვა ვაზის ჯიშს შეხვდებით, შეგიძლიათ მიირთვათ პინო ნუარი, ტკბილი შარდონე, კომპლექსური, დახვეწილი კაბერნე სოვინიონი, ხალისიანი პეტნატები და სოვინიონ ბლანი.

სონომას ოლქი, კალიფორნია
ნაპას ველი უდავოდ ჩრდილოეთ კალიფორნიის ყველაზე ცნობილი ღვინოს რეგიონია, მაგრამ მას არც მეზობელი, სონომას ოლქი ჩარმოჩება. სონომას ოლქი გამოირჩევა განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პეიზაჟებით, სადაც შეხვდებით 19 ადგილწარმოშობის დასახელებას. არ გამოტოვოთ ჰელდსბურგი, რომელიც ღვინისა და გასტრონომიის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა, იქ ნახავთ უამრავ ურბანულ ღვინის დეგუსტაციასა და საინტერესო ღვინოებს, განსაკუთრებით კი ცქრიალებს, მინერალურ თეთრებსა და ოჯახური მარნების სხვა საინტერესო ღვინოებს. 

Texas Hill Country, Texas - ტეხასი მეხუთე უმსხვილესი ღვინის მწარმოებელია აშშ-ში 400-ზე მეტი ღვინის საწარმოთი. ცნობილია ტემპრანილო, კაბერნე სოვინიონი, მალბეკი, ვიონიე და ასევე სხვა ნაკლებად ცნობილი ღვინოები, როგორიცაა Muscar Canelli  და Blanc du Bois-ის თეთრი ჰიბრიდი. ტეხასი ამ ბოლო პერიოდში ღვინის ტურიზმის საკმაოდ ცხელ წერტილად იქცა. 

Walla Walla Valley, ვაშინგტონი - ხუთი ან ათი წლის წინ ამ რეგიონის შესახებ სავარაუდოდ არაფერი გეცოდინებოდათ, თუმცა ნელ-ნელა უფრო პოპულარული და ცნობილი გახდა, ახლა იქ 120-ზე მეტი ღვინის საწამოა, რომლებიც კაბერნე ფრანკისა და მალბეკის შესანიშნავ, ძალიან ხარისხიან ღვინოებს აწარმოებენ. Walla Walla Valley-ში მთელი შტატის ყველაზე მეტი და უძველესი ღვინის საწარმოებია თავმოყრილი. 

Edna Valley, California - ცნობილია თავისი მაგარი, საკმაოდ მკაცრი სანაპირო კლიმატითა და ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სეზონით მთელ კალიფორნიაში. აქ აუცილებლად უნდა გასინჯოთ პინო ნუარი და შარდონე, თუმცა მრავალფეროვანი მიკროკლიმატი და მდიდარი ვულკანური ნიადაგები ძალიან უხდება სხვა ვაზის ჯიშებსაც, მათ შორის ვიონიესა და შირაზს. ედნა ველიში მეღვინეობა 1800 წლიდან იწყება, როდესაც ესპანელმა მისიონერებმა პირველად დარგეს ვაზი. 

ჩრდილოეთ და ცენტრალური ვირჯინია - ვირჯინია ამერიკული ღვინის სამშობლოდ ითვლება, ახლა იქ 4000 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული ვენახები, რისი ერთ-ერთი პირველი მცდელობაც ვირჯინიაში თომას ჯეფერსონს ჰქონდა, თუმცა არახელსაყრელი ამინდებისა და ვაზის დაავადებებების გამო სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. ნელ-ნელა მეღვინეებმა ისწავლეს გამკლავება ვირჯინიის კლიმატთან და ნიადაგთან, რასაც ღვინის ხარისხისა და რაოდენობის ზრდაც მოჰყვა. ძირითადად აწარმოებენ ნორტონს, Petit Verdot-სა და კაბერნე ფრანკს. სტატიას გაეცანით Wine Country-ის გვერდზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული