Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინობისთვე - „ქართული ღვინის თვე“ - აშშ-ში

2015 წელს სახელმწიფომ შეიმუშავა ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგია, რომლის ჩამოყალიბებაშიც ჩართულნი იყვნენ ღვინის პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ სტრატეგიის მიხედვით აშშ, ჩინეთი, ჰონგ-კონგი, პოლონეთი ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად განისაზღვრა. შესაბამისად, ჩამოყალიბდა სამოქმედო გეგმა, რაც თითოეულ ამ სახელმწიფოში ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

2015 წლის პირველი 6 თვის ოფიციალურმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ აშშ ერთ-ერთია მსოფლიოში ქართული ღვინის მზარდ საექსპორტო ბაზრებს შორის. იანვარი-ივნისის მონაცემების მიხედვით, ქართული ღვინის გაყიდვები აშშ-ში 61 %-ით გაიზარდა. 

სწორედ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ღვინის მაგისტრი, ლიზა გრანიკი ოქტომბრის თვეში აშშ-ს სამ ცენტრალურ ქალაქში - ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოსა და ვაშინგტონში ქართული ღვინის დეგუსტაციებს გაუძღვება. დეგუსტაციებთან ერთად ღვინის ექსპერტი თეორიულ სემინარებსაც ჩაატარებს და აუდიტორიას - აშშ-ს ღვინის მომხმარებლებსა და პროფესიულ საზოგადოებას - ქართული ღვინის ისტორიასა და თანამედროვეობას გააცნობს.

დეგუსტაციებზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც დიდი, ასევე მცირე და საშუალო მწარმოებლების ქართული ტრადიციული (ქვევრის) და ევროპული მეთოდით დაყენებული ქართული ღვინოები, სულ ოცზე მეტი კომპანიის პროდუქცია. ღონისძიებებში წარმოდგენილი იქნება შემდეგი მეღვინეობები - ამირან ვეფხვაძის საოჯახო მარანი, ნიკი ანთაძის საოჯახო მარანი, გოცაძეების საოჯახო მარანი, იაგოს ღვინო, ჯაყელების მეღვინეობა, ლაგვინარი, ორგო, ჩვენი ღვინო, ხოხბის ცრემლები, შალაურის მარანი, შავნაბადას მონასტრის ღვინოები, ბაგრატიონი, შატო მუხრანი, ქინძმარაულის მარანი, თელავის ღვინის მარანი, სარაჯიშვილი, შუხმან ვაინს ჯორჯია, შალვინო, შუმი, თელიანი ველი, ვინოტერა, ვაინმენი. 

ღონისძიებები 6, 13 და 19 ოქტომბერს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდება. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე - Drink Georgian Wines

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



дзалиан сцори мимартулебит мушаобт русетис базрис имедзе ар икот

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული