Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის წარმოების მოსალოდნელი ბუმი ბრიტანეთში და კლიმატური კრიზისი

ბრიტანეთში, სადაც კლიმატური ცვლილებებია, ღვინის წარმოების ზრდაა მოსალოდნელი. როგორც კვლევა ირწმუნება, ბრიტანეთს სოვინიონ ბლანის, რისლინგისა და სემიიონის ყურძნის მოყვანა შეუძლია, რადგან კლიმატის ცვლილება სწორედ ისეთ რეგიონებს ამსგავსებს მას, როგორიცაა შამპანი და ბადენი. ქვეყანაში ტემპერატურა იწევს, ცქრიალა ღვინის ჯიშების, პინო ნუარისა და შარდონეს უფრო აქტიურად მოყვანას კი მეცნიერები პროგნოზირებენ. როგორც აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის (UEA) პროფესორი სტივ დორლინგი იუწყება, 2018-ის წარმატებულმა წელმა, მაშინდელმა მშრალმა და თბილმა პირობებმა ღვინის წარმოებას შეუწყეს ხელი. როგორც მის დასკვნაში ვკითხულობთ, მსგავსი პირობები განმეორდება 2022-2040 60%-ში.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ღვინის ინდუსტრია უკვე გაიზარდა 400%-ით 2004-2021 წლის პერიოდში, ჰექტრების რაოდენობა კი 761-დან 3800-მდე გაფართოვდა. როგორც კვლევა გვაცნობებს, ეს სწორედ გლობალური დათბობითაა გამოწვეული და ადამიანის საქმიანობით, რამაც პლანეტა დააბიძურა და "გაათბო".

UEA-ს ლონდონის ეკონომიკის სკოლის,Vinescapes LTD-ისა და Weatherquest LTD-ის მკვლევრებმა შექმნეს კომპიუტერული მოდელი, რათა შეეფასებინათ, რამდენად ჰგავდა შამპანისა და ბადენში არსებული კლიმატი ბრიტანეთისას. ბრიტანეთში ვეგეტაციის პერიოდის საშუალო ტემპერატურა 1c -ით გაიზარდა და კიდევ იზრდება, რაც იქაურ მეღვინეებს აძლევს საშუალებას, აქტიურად მოიყვანონ სოვიონიონ ბლანი, რისლინგი და სემიიონი. ამასობაში სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისში პინო ნუარის, როგორც წითელი ღვინის, დაყენების შანსიც იზრდება, აღსანიშნავია, რომ ახლა პინო ნუარი ძირითადად მხოლოდ ცქრიალა ღვინის სახით იწურება.

"უკანასკნელ წლებში გაერთიანებული სამეფოს ზოგიერთი რეგიონის კლიმატური პირობების ტენდენცია სწორედ ისეთია, რომ ის კლიმატით შამპანისა და სხვა თბილ რეგიონებს ემსგავსება. არის იმის დიდი შანსიც, რომ გაიზარდოს ბადენისა და ბურგუნდიის სტილის წითელი ღვინოების დაწურვის შესაძლებლობაც". - აღნიშნავს მეღვინეობის საკონსულტაციო კომპანიის Vinescapes-ის LTD, ამ კვლევის ავტორი, დოქტორი ალისტერ ნებსიტი.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ბრიტანეთში კლიმატის ცვლილებამ ხელი შეუწყო გაერთიანებული სამეფოს ვენახების ზრდას, ცქრიალა ღვინოების დაყენებას და ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად უფრო მეტ ჯილდოს.

.© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული