Home
ქართული | English
ივლისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ღვინის ტურიზმს შეუძლია დამატებით მრავალი სარგებელი მოუტანოს მარანს " - ინტერვიუ თამუნა კურტანიძესთან

წარმოიდგინეთ, მეღვინეობები და მარნები, სადაც ძალიან ლამაზი გარემოა და კარგი იქნებოდა ტურის ჩატარება, სტუმრების მოზიდვა. თუმცა ეს ვერ გამოდის, რადგან ღვინის ტურიზმს სპეციფიკური ცოდნა სჭირდება. 

მეღვინეები თანდათან მეტ საოჯახო-სასტუმროს სთავაზობენ სტუმარს, განხორციელებული პროექტების გარდა ამ სფეროს სამომავლო პერსპექტივა კიდევ უფრო დიდი აქვს. თამუნა კურტანიძე ჯორჯიან თრეველ გრუპის შემომყვანი ტურიზმის განყოფილების უფროსია, შეგახსენებთ, რომ 6-7 ივლისს ის გაუძღვება ტრენინგს ღვინის ტურიზმის შესახებ, რომელიც „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით გაიმართება.

- შეგიძლიათ ორი სიტყვით თქვენზე მოგვიყვეთ, როგორ ჩაერთეთ ღვინის ტურიზმში?

- 2007 წლიდან ვმუშობ ტურიზმის სფეროში და შესაბამისად შეხება მქონია ყველანაირი სახის ტურის დაგეგმვასთან. ვინაიდან ღვინო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია საქართველოსთვის, შესაბამისად, ყოველთვის ძალიან აქტიურად ვცდილობდით მისი როლი წინ წამოგვეწია ტურიზმშიც და მუდმივად ახალი მარნების ძიებაში ვიყავით. ამას გარდა, ჩემი ოჯახის წევრები თვითონ იყვნენ დაკავებული ღვინის ტურიზმით და ბუნებრივად ვიყავი ჩართული გამართული პროდუქტის შექმნაში და ამ კუთხითაც მივიღე გამოცდილება.

- რატომ არის ღვინის ტურიზმი მნიშვნელოვანი მეღვინეებისთვის და მთლიანად ღვინის ინდუსტრიისთვის?

- ღვინის ტურიზმი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც ტურიზმის სახეობა, არამედ დამატებითი საშუალება თვითონ მეღვინეებისათვის მოიზიდონ დამატებითი ფინანსური სახსრები და ასევე დამატებითი კლიენტები თავიანთი ღვინის რეალიზაციისთვი. გარდა იმისა, რომ ღვინის ტურიზმს შეუძლია დამატებითი შემოსავალი მოუტანოს მარანს, ამას გარდა, იგი ხელს უწყობს კონკრეტული მარნის და ასევე ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციას.

- რა არის ძირითადი სარგებელი, რასაც მეღვინეები იღებენ ღვინის ტურიზმის ჩართვით?

- პირველ რიგში ეს არის ფინანსური სარგებელი, რაც შეიძლება მოუტანოს ღვინის დეგუსტაციების მოწყობამ, ასევე დამატებითი სერვისების შეთავაზებამ (კვება, სხვადასხვა აქტივობები). გარდა ამისა, ადგილზე მოსული ადამიანი, რომელიც ღვინოს დააგემოვნებს, ძირითად შემთხვევაში ყიდულობს კიდეც ღვინოს. სტუმრებს შორის ზოგჯერ შესაძლოა ისეთი ადამიანიც აღმოჩნდეს, რომელიც ღვინის და მარნის პოპულარიზაციაშიც შეიტანს
წვლილს.

- როგორ აძლიერებს ღვინის ტურიზმი მომხმარებლის გამოცდილებას?

- ღვინის ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს სწორი ღვინის კულტურის ჩამოყალიბებას და უფრო დიდ ბაზარს ქმნის ხარისხიანი ღვინისთვის

- რა საერთო გამოწვევების წინაშე დგანან მეღვინეები ღვინის ტურიზმის გამოცდილებისშემუშავებისას და როგორ შეიძლება მათი მოგვარება?

- გამოწვევები საკმაოდ ბევრია, დაწყებული ინდივიდუალური მარნის სწორი დაგეგმვიდან და დამთავრებული ისეთი ზოგადი პრობლემებით, როგორიცაა მიმდებარე ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. მონდომებასა და ფანტაზიასთან ერთად საჭიროა სხვების გამოცდილებისგათვალისწინება. საუბარია როგორც ადგილობრივ, ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე. ძალიან კარგია გარკვეული კომუნების, გაერთიანებების შექმნა საერთო პრობლემების მოსაგვარებლად. ასევე, დიდი გამოწვევაა ცნობადობის გაზრდა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო და ხელმოსაწვდომი საშუალების გამოყენება, იქნება ეს ფესტივალებში მონაწილეობა თუ ინფო ტურების ჩატარება.

- ღვინის ტურიზმში რა მიმდინარე ტენდენციები უნდა იცოდნენ მეღვინეებმა?

- მსოფლიოში ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციისათვის კინოინდუსტრიასაც კი იყენებენ. ადგილობრივ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებული პროდუქტის შეთავაზება. ერთფეროვანი და სტანდარტული დეგუსტაციების სანაცვლოდ, მნიშვნელოვანია დაუვიწყარი შთაბეჭდილების შექმნა. მცირე მარნების ხიბლი ინდივუდუალური მიდგომებია.

- როგორ შეუძლიათ მეღვინეებს ჩართონ მდგრადი პრაქტიკა ღვინის ტურისტულ შეთავაზებაში?

- ღვინის ტურიზმი და მისი მდგრადობა დამოკიდებულია ღვინისა და მასპინძლობის ხარისხზე.

- როგორ ხედავთ ღვინის ტურიზმის მომავალს და როგორ უნდა მოემზადონ მეღვინეები ამ ცვლილებებისთვის?

- როგორც ზემოთ აღვნიშნე, ღვინის ტურიზმის აწმყოც და მომავალიც არის დამოკიდებულია ღვინის ხარისხზე, მასპინძლობის ხარისხზე. ასევე, ხარისხიანი მომსახურების გაწევასთან ერთად, დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნაზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული