Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

International Wine Challange 2023-ის შედეგები

ქართული ღვინოები უფრო და უფრო იხვეჭს სახელს მთელს მსოფლიოში, ყოველ ახალ კონკურსზე კი მეტი მწარმოებელი იღებს მონაწილეობას და ჯილდოებიც იმაზე მეტია, ვიდრე ადრე იყო. IWC ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი კონკურსია, სადაც წელს ათასობით ღვინო შეფასდა სხვადასხვა ქვეყნის ღვინის ექსპერთა მიერ. ჯილდოები 6000-ზე მეტ ღვინოს გადაეცა მთელი მსოფლიოდან. საფრანგეთის, ავსტრალიისა და ესპანეთის, ღვინის მთავარი მწარმოებლების ჯილდოები ისევ მრავლად იყო, თუმცა, როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, კონკურსზე ბევრ მოულოდნელობასა და სიახლესაც შეხვდნენ. 

IWC-ზე სანამ ღვინო მედლით შეფასდება, იქამდე მას მინიმუმ 8 ჟიურის წევრი მაინც სინჯავს. დეგუსტაცია ბრმად მიმდინარეობს, მწარმოებლის, საფასო კატეგორიისა ან სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციების მიწოდების გარეშე. ღვინოები დაჯგუფებულია ტიპის, რეგიონის, ალკოჰოლისა და შაქრის დონის მიხედვით,  რაც მსგავსი კატეგორიის ღვინოების შეფასებას ხელს უწყობს. ყველაზე მაღალი ჯილდო არის ტროფი და Best in Show, შემდეგ ოქრო (95-100 ქულა), ვერცხლის მედალი (90-94 ქულა), შემდეგი ბრინჯაოა, რასაც გამორჩეული ღვინოები მოსდევს (Commended Award). 

თავდაპირველი ღვინის დეგუსტაციისას შემდეგი ეტაპისთვის ღვინოებს ორ ნაწილად ახარისხებენ (out და მოწონებული ღვინოები) მეორე ეტაპამდე კი IWC-ის ექსპერტები ამ ღვინოებს ხელახლა სინჯავენ, რის შედეგადაც შეიძლება გადადებულ ღვინოებსაც მიეცეთ მეორე ტურზე გასვლის შანსი. მეორე საფეხურზე უკვე როგორც ოქროს, ასევე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ენიჭებათ ღვინოებს. ტროფის ჯილდოს კიდევ ერთი დეგუსტაციის შემდეგ განსაკუთრებით ნარჩევ ოქროს ღვინოებს ანიჭებენ.

წელს კონკურსში მონაწილეობა 52-მა ქვეყანამ მიიღო, მათ შორის საქართველომ, საიდანაც მთლიანობაში 80 ღვინო დაჯილდოვდა. მათ შორისაა 3 ოქროს მედალი, 16 ვერცხლი და 33 ბრინჯაო. 27-მა ღვინომ კი ჟიურის მოწონება დაიმსახურა.  საფრანგეთმა ამჯერადაც ყველაზე უხვი რაოდენობის ჯილდოები მოიპოვა კონკურსზე (70 ოქრო, 321 ვერცხლი და 446 ბრინჯაო). პირველად IWC-ის ისტორიაში ტროფი მიენიჭა Vin Jaune-ს: Michel Tissot & Fils’ Château-Chalon Vin Jaune 2015 ჟურას (jura) რეგიონიდან. ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს ჯილდო ბურგუნდიული ღვინის მწარმოებლების იყო. გამორჩეული იყო ესპანეთში რიოხას რეგიონის ღვინოები, ნიშანდობლივია ისიც, რომ ავსტრიამ 6 ტროფი დაიმსახურა: “IWC-ის მედლები მწარმოებლებს თავდაჯერებულობას მატებს და სამომავლოდ მეტ წარმატებას უქადის. კონკურსის შედეგები მეტ სითამამეს მისცემს მომხმარებელსაც გასინჯოს ინდური, ჰოლანდიური და დანიური ღვინოებიც, რომლებმაც  წელს ჯილდოები მოიპოვეს. წლევანდელი კონკურსი თავისი შედეგებით ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებულია” - აცხადებს პიტერ მაკკომბი, IWC-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 

ტროფი დაიმსახურია “კორპორაცია ქინძმარაულის” 2019 წლის ქვევრის რქაწითელმა: “ღვინო ხასიათდება ფორთოხლისა და ციტრუსის არომატებით. არის დაბალანსებული ტანინებით, კომპლექსური და სხეულიანი სასმელი” - ვკითხულობთ შეფასებას. ტროფი აიღო ასევე  “შუმის” იბერიულის 2020 წლის საფერავმა, რომელსაც ველური ვარდის, ბროწეულის, წითელი ხილისა და მოცვის სურნელებით ახასიათებენ გრძელ დაბოლოებასთან ერთად. ოქროს მედლით დაჯილდოვდა ასევე “რთველისის” 2021 წლის ქისი ქვევრი. 

ვერცხლი:
კორპორაცია ქინძმარაული”, ალექსნდროული, 2019

Kakheti Co., მწვანე ქვევრი, 2020

“თელავის ღვინის მარანი”, სატრაპეზო მწვანე, 2019

“მარანი”, მუკუზანი, 2021

“სატრაპეზო”, საფერავი, 2019

“სატრაპეზო”, ქვევრის რქაწითელი, 2020

“მარანი”, საფერავი-კაბერნე, 2019

“შუმი”, სალომე, 2019

“შუმი”, სალომე, 2020

“შუმი”, იბერული, მუკუზანი, 2020

“თბილღვინო”, მუკუზანი, 2021

“თბილღვინო”, ქისი განსაკუთრებული მარაგი, 2021

თელიანი ველი”, გლეხური, ხიხვი ქვევრი, 2019

“თელიანი ველი”, გლეხური რქაწითელი, 2022

“თელიანი ველი”, მარანი97, საფერავი, 2021

“ქინძმარაულის მარანი”, კრახუნა, ქვევრი, 2019

ბრინჯაოს მფლობელ ღვინოებს შეგიძლიათ გაეცნოთ International Wine Challange-ის ვებ.გვერდზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული