Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბურბერტი

საჭირო მასალა: 500 მლ რძე, 100 გ მანანის ბურღული, 4 ცალი კვერცხი, 4 ს.კ. შაქარი, 10 გ ვანილის შაქარი, მარილი. სოუსისთვის – 300 გ მჟავე ვაშლი, 3 ს.კ. შაქარი, 1 ს.კ. ქიშმიში.

მომზადება: მოვამზადოთ სოუსი - ვაშლი გავფცქვნათ, დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ 1/3 ჭიქა წყალი, დავაყაროთ შაქარი და 5-10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ. ვაშლი რომ დარბილდება, ცეცხლი გამოვრთოთ და დავუმატოთ ქიშმიში. სურვილისამებრ სოუსი ბლენდერში ავთქვიფოთ. ქვაბში ჩავასხათ რძე, დავუმატოთ შაქარი, ვანილის შაქარი, მარილი და მივიყვანოთ ადუღებამდე. წვრილი ნაკადით ჩავაყაროთ მანანის ბურღული და თან ვურიოთ. გამოვა სქელი ფაფა, ვხარშოთ 1-2 წუთი. ფაფა შევაგრილოთ. ცალკე კვერცხის ცილა გავთქვიფოთ. დავუმატოთ კვერცხის გულები და ღრუბელივით გათქვეფილი კვერცხის ცილა. მიღებული მასა მოვათავსოთ ცხიმწასმულ, ქაღალდჩაფენილ ფორმაში და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში, სანამ გული არ გამოშრება. ცხობისას პუდინგი ჯერ აიწევს, შემდეგ კი ჩავარდება და ეს ნორმალური პროცესია. მზა პუდინგი მივირთვათ ვაშლის სოუსთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული