Home
ქართული | English
თებერვალი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინეთის მედიისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები საქართველოში

საქართველოში თავისი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა ჩინური მედიისა და ბიზნესის წარმომადგენელთა თხუთმეტკაციანმა დელეგაციამ, რომელიც საქართველოში ღვინის ეროვნული სააგენტოს ჩინეთის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში სტუმრობდნენ. 

სტუმრებმა კახეთის რეგიონში ერთკვირიან ენოტურში მიიღეს მონაწილეობა და მოინახულეს კახური ღვინის მარანის, თელავის ღვინის მარანის, მეღვინეობა ხარებას, კახურის, შუმის, ბესინის, ტყუპების ძველი მარანის, ბადაგონის, GWS-ისა და სხვა დიდი კომპანიების საწარმოები, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები, რომელთა შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ქვევრის ღვინოების მიმართ.

დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ ქართული ღვინის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, მათ შორის, ღვინის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე ქართული ღვინის ცენტრის ოფიციალურ გახსნას. მათ მოინახულეს საქართველოს ეროვნული მუზეუმი და დაათვალიერეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მეღვინეობის უძველესი არტეფაქტები, ესტუმრნენ ალავერდის მონასტრის მარანს.

ჩინეთის მედიისა და ბიზნეს სექტორის დელეგაციას შეხვდა სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე - ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდონარე, გიორგი სამანიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის შედეგად ექსპორტის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 90 %-ით გაიზარდა. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული