Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

28 ნოემბერს შვედეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩატარდება

28 ნოემბერს შვედეთის ქალაქ გოტებორგში, დისკონის ისტორიულ სასახლეში საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას ჩაატარებს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ღვინის კლუბი, შვედურ-ქართული ღვინის კლუბი - „მარანი“ და მისი წარმომადგენელი - შვედეთში მოღვაწე ქართველი ეკონომისტი, ორგანიზაცია „ქართული სახლის“ პრეზიდენტი - გიორგი სხირტლაძე. 

საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია პრეზენტაციაზე ისაუბრებს ქართული ღვინის კულტურაზე, ისტორიასა და თანამედროვე მდგომარეობაზე, ჯიშურ მრავალფეროვნებაზე, მევენახეობა-მეღვინეობის მხარეებზე, ადგილწარმოშობის დასახელებებზე, ქვევრის ტრადიციულ მეთოდსა და სხვა საკითხებზე. 

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სტილის 8 ქართული ღვინო (თეთრი, ქარვისფერი, წითელი) - როგორც დიდი, ასევე მცირე მეღვინეობებიდან. ეს ღვინოებია: წინანდალი Lukasi, 2012; ცოლიკოური, თელიანი ველი, 2014; რქაწითელი, ლექსო ციხელიშვილის მარანი, 2013 (ქვევრი); ხვანჭკარა, თბილღვინო, 2014; ოცხანური საფერე, ლაგვინარი, 2013 (ქვევრი); საფერავი, ბესინი, 2014; საფერავი, ბექა გოცაძის მარანი, 2013 (ქვევრი); საფერავი, ღვარძელაშვილის მარანი, 2014 (ქვევრი). 

ღვინის კლუბი „მარანი“ შვედეთში საქართველოს ღვინის კლუბის მხარდაჭერით დაარსდა. ორგანიზაციას მართავს კვალიფიციური გუნდი, რომელსაც გამოცდილი მარკეტოლოგი, წარსულში Volvo-ს ბრენდის მარკეტინგის მენეჯერი, მერილ ბუმანი ხელმძღვანელობს. კლუბის მიზანია შვედეთში ქართული ღვინის პოპულარიზაცია. ამ მიზნით მან მიმდინარე წლის თებერვალში, ვილა ოვეროს ისტორიულ სასახლეში შვედეთის ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის უკვე ჩაატარა ქართული ღვინის დეგუსტაცია. 28 ნოემბერს 2015 წლის რიგით მეორე დეგუსტაცია მოეწყობა. 

ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს საელჩო შვედეთში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.     

იხილეთ „მარანის“პუბლიკაცია თებერვალში შვედეთში ქართული ღვინის დეგუსტაციის შესახებ 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული