Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

26 ოქრო, 36 ვერცხლი და 84 ბრინჯაო

მე-9 საერთაშორისო ღვინის კონკურსის შედეგები

9-11 ივნისს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეათე საიუბილეო გამოფენა WinExpo 2017 ჩატარდა. ერთ სივრცეში თავმოყრილი საუკეთესო ქართული ღვინოების დაგემოვნება მოსულ სტუმრებს სამი დღის მანძილზე შეეძლოთ და მონაწილეებიცა და სტუმრებიც აღნიშნავდნენ, რომ გამოფენის დღეებში განწყობა საქმიანი, საზეიმო და ამაღელვებელი იყო.

ინტერესი ქართველი და უცხოელი მომხმარებლებისა და სპეციალისტების მხრიდან ძალიან დიდი იყო. მეღვინეებმა აღნიშნეს, რომ გამოფენის უცხოელ სტუმრებს უკვე გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ ქვევრის ღვინოზე, ჯიშებზე, ზუსტად იციან რა უნდა გასინჯონ. 

წელს გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 100-მდე კომპანიამ მსოფლიოს 11 ქვეყნიდან: საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა. გამოფენაში  დიდი ღვინის კომპანიებთან ერთად წარმოდგენილი იყო 24 ქვევრის ღვინის მწარმოებელი საოჯახო მარანი. ბევრი მათგანი პირველად იღებდა მონაწილეობას WinExpo-ზე.

გამოფენის მსვლელობის დღეებში ღვინის კლუბი ესაუბრა გამოფენის ორგანიზატორებს  და მონაწილეებს:

ირაკლი ჩოლობარგია, ღვინის ეროვნული სააგენტო:  "WinExpo Georgia ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადგილია, სადაც მეღვინეები და ღვინის მოყვარულები ხვდებიან ერთმანეთს. მეათე საიუბილეო გამოფენაზე რამდენიმე მთავარი თემაა წინ წამოწეული: პირველ რიგში, გაყიდვების თემის ხელშეწყობა. მოგეხსენებათ, სპეციალურად გამოფენისთვის ღვინის ეროვნულ სააგენტოს ჩამოჰყავს იმპორტიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთაც შეუძლიათ ერთ ადგილზე გასინჯონ ძალიან ბევრი ღვინო. გამოფენაზე ახალ მემარნეებსაც აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროდუქცია წარმოადგინონ. და ღვინის საერთაშორისო კონკურსი, ეს არის ყველაზე კარგი გამოხმაურება უცხოელი მომხმარებლისგან, რომელიც შეიძლება შენ ღვინოს ქონდეს. რამდენიმე წელია უკვე ჟიურის წევრები არიან საერთაშორისო ღვინის მაგისტრები, რომლებიც ბრმა დეგუსტაციაზე მიუკერძოებლად აფასებენ საკონკურსო ღვინოებს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ადგილობრივ მოხმარებას, დარგის წინსვლას და ექსპორტის წახალისებას და ამას, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ. წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დააწესა ჩვენი დიდი წინაპარი მეღვინეების სახელობის სპეციალური ჯილდოები, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს ქართული ღვინის უახლეს ისტორიას.“ 

კახა ჭოტიაშვილი, ღვინის კომპანია საწნახელი: "წელს უფრო მასშტაბურია გამოფენა, ძალიან ბევრი სტუმარია მოსული და მიხარია, რომ უფრო ინფორმირებულია ხალხი. სტუმრებმა იციან ვისთან მოდიან ღვინის დასაგემოვნებლად. უცხოელ სტუმრებს ქართული ქვევრის ღვინოზე მეტი ცოდნა აქვთ, კონკრეტულ ღვინოზე, ჯიშზე საუბრობენ. ბევრი ექსპერტი და პროფესიონალია მოსული და ძალიან სასიამოვნოა, როცა ღვინოს სინჯავენ, რეკომენდაციებს, შეკვეთებს გვაძლევენ და მოსწონთ".

გვანცა აბულაძე, ბაიას ღვინო : "მცირე მარნებისთვის ასეთი გამოფენები არის უმნიშვნელოვანესი, რადგან შეგვიძლია ჩვენი ცნობადობა უფრო გავზარდოთ და დავაინტერესოთ მომხმარებელი. აგრეთვე, ასეთ შეხვედრებზე ადამიანებისგან ბევრ რჩევას ვიღებთ, რასაც შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებთ ჩვენი წარმოების და ღვინის განვითარებისთვის".

ნუკრი ქურდაძე, ფაფრის ველი : "მე პირველად ვმონაწილეობ და მინდა გითხრათ, რომ მშვენიერი გამოფენაა, წარმოდგენილია როგორც დიდი, ისე მცირე მეწარმეები, ამ მხრივ საინტერესოა. მსურველი ბევრია, ვისაც უნდა რომ გასინჯოს ღვინო."

ლომთაძეების მარანი, სოფო სამთელაძე:  "პირველად ვიღებთ მონაწილეობას ექსპო ჯორჯიაში, მოლოდინი ძალიან დიდი გვაქვს, გვინდა რომ ფართო საზოგადოებამ გაიცნოს ჩვენი ღვინოები. გამოფენაზე წარმოდგენილი გვაქვს ხვანჭკარა, ალექსანდროული, ქვევრის თეთრა და ნახევრად ტკბილი თეთრა. რაჭული ჯიშები გვაქვს საკუთარი ვენახებიდან. საინტერესოა, თუ დაინტერესდებიან ღვინის ექსპორტიორები ჩვენი ღვინით, ამ ღვინოს დიდი სიყვარულით ვქმნით და ძალიან დიდ შრომას ვდებთ. უკვე პირველივე დღეს შემოთავაზებები და ინიციატივებია, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც პოპულარიზაციას უწევს ამ საქმეს, ეხმარება მცირე მარნებს, ჩვენ ეს გვაძლიერებს და სტიმულს გვაძლევს".

გიორგი ღვარძელაშვილი, ღვარძელაშვილის მარანი: "ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, მცირე მარნების წარდგენა მოხდეს, ხალხმა გაგვიცნოს. რაც ხშირი იქნება ასეთი ღონისძიებები, მოხარული ვიქნებით საოჯახო მარნები. 2010 წელს, ერთი სახეობის ღვინო გვქონდა, აგერ მესამე წელია და უკვე 6 სახეობის ღვინო გვაქვს. კარგად გაამართლა ამან, ერთი სახეობა რა არის საკმარისი, მრავალფეროვნებაა საჭირო, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ მეტი არჩევანი. დღესაც კმაყოფილი ვარ. წელს საკონკურსოდ წარდგენილი გავქვს კონდოლური. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ტარდება, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.“

Winexpo Georgia 2017-ზე ღვინო და ალკოჰოლური სასმელების გარდა, წარმოდგენილი იყო ღვინის წარმოებისთვის საჭირო დამხმარე მასალები: მანქანა-დანადგარები, შესაფუთი მასალები, მინის ტარა, საცობები და სხვა. წარმოდგენილნი იყვნენ როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიები.

პირველად გამოჩნდა გამოფენაზე ქართული კომპანია ტაბლა ნოვა, რომელიც ინოვაციური და თანამედროვე დიზაინის ღვინის ჭურჭელს და აქსესუარებს სთავაზობს მომხმარებელს.

უცხოური კომპანიებისთვის ქართული ბაზარი საინტერესო და პერსპექტიულია. იტალიური კომპანია ტაპის წარმომადგენელმა, ვიაჩესლავ შიშმა აღნიშნა:  "ქართულ ბაზარზე რამდენიმე წელია ვმუშაობთ. მეორე წელია ვიღებთ მონაწილეობას გამოფენაში, ვაწარმოებთ იტალიაში საცობებს, ჩაჩებს ღვინისა და სპირტიანი სასმელებისთვის, ასევე მინის ქარხანა გვაქვს, კონიაკის, ღვინის და სხვა ბოთლებს. ძალიან კმაყოფილები ვართ, ბევრი ახალი და ძველი მომხმარებელი გვყავს".

უკრაინული კომპანია გრინ თრეიდ, ანდრეი რომანოვი:  "ჩვენ ვართ თანამედროვე დიზაინის სტუდია, გამოფენაზე წარმოვადგენთ ახალ მასალებს, იდეებს, მიდგომებს. მონაწილეობას ვიღებთ მსოფლიოს წამყვან გამოფენებში დიუსელდორფში, შანხაიში, ბორდოში და ა.შ. ჩვენს კომპანიას აქვს 19 წლიანი გამოცდილება შეფუთვებსა და ეტიკეტების წარმოების სფეროში. ვთავაზობთ მომხმარებელს ღვინის ეტიკეტების შექმნას უახლესი ტექნოლოგიით. სქართველოს ბაზარიც ჩვენთვის საინტერესო და მიმზიდველია. გამოფენაზე გვაქვს ძალიან კარგი საშუალება გავაცნოთ ღვინის კომპანიებს ჩვენი შესაძლებლობები".

გამოფენის ფარგლებში ყოველ დღე ტარდებოდა ტრენინგები, საქმიანი შეხვედრები, ლექციები, მასტერკლასები და პრეზენტაციები:

A Guide to the Cradle of Wine - ქართული ქვევრის ღვინისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია, ავტორები: Miquel Hudin (ესპანეთი/აშშ) და Daria Kholodilina (უკრაინა/საქართველო).

ტრენინგი თემაზე - „აღმოსავლეთ დასავლეთის ღვინის შეხვედრა“. ტრენინგს გაუძღვა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის და WSET სერტიფიცირებული სომელიე ზაზა გრიგალაშვილი.

სომელიეთა ასოციაციის მასტერკლასები  საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ აკრედიტებული სომელიეების: თაზო თამაზაშვილის, კობა აბარამიშვილის და თბილისის ღვინის სკოლის პროგრამების მენეჯერის ანა ხითარიშვილის ხელმძღვანეობით.

სემინარი "ქართული მეღვინეობის ჯიშური მრავალფეროვნების გაზრდის პერსპექტივები", პროფესორიდავით ჩიჩუა.

მალხაზ ხარბედიას ლექცია თემაზე "მცირე მარნების განვითარება ბოლო ათწლეულის საქართველოში".

ღვინის ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლებმა ლევან ჩუბინიძემ და ელენე ბუხაიძემ გამართეს სემინარი თემაზე: ღვინის ტურიზმი.

გამოფენის ბოლო დღეს გაიმართა შეხვედრა ბორდოს ღვინის ცენტრისა  მუზეუმის წარმომადგენელთან Adrien Clemenceau - La Cité du Vin un monde de cultures / A world of culture.

გამოფენაზე საუკეთესო ქართულ ღვინოსთან ერთად წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციებით დამზადებული ყველი, ღვინის აქსესუარები და ქართული რეწვის უნიკალური ნიმუშები.

10 ივნისს, მე-9 საერთაშორის ღვინის კონკურის საზეიმო მიღებაზე 6 კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები გამოავლინეს. 26 ოქრო, 36 ვერცხლი და 84 ბრინჯაო - ასეთია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ჩატარებული მე-9 საერთაშორისო ღვინის კონკურსის შედეგები. წლის საუკეთესო  ღვინოებად ღვინის კომპანია შუმის ,,საფერავი გეორგიკა 2013“ (წითელი მშრალი) და  კომპანია ქვევრის ღვინის მარანის ,,ქვევრის მწვანე 2016“ (ქვევრის თეთრი მშრალი) აღიარეს. კონკურსი მონაწილეობდა როგორც დიდი ღვინის კომპანიები, ისე მცირე საოჯახო მარნები. სულ 43 კომპანიის 164 ღვინო გაისინჯა.

გამარჯვებულები  სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და კონკურსის ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს.

კონკურსის ჟიურის წევრები მსოფლიოს სახელოვანი ღვინის ექსპერტები და სპეციალისტები იყვნენ, რომელთა შეფასება მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის აღიარებისთვის. 

შეგახსენებთ წლევანდელი ჟიურის შემადგენლობას: ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი - ტიმ ატკინი (MW - ბრიტანეთი), იაპონელი ღვინის დიდოსტატი (MW) კენიჩი ოჰაში, ცნობილი სომელიე ისა ბალი (თურქეთი), ღვინის დიდოსტატი სარა ებოტი, ბრიტანეთიდან, ღვინის ჟურნალისტი, რომელსაც 20 წლიანი გამოცდილება აქვს ღვინის მარკეტინგში; გოგი დაქიშვილი, ენოლოგი და მეღვინე, ენოლოგიისა და მევენახეობის ამერიკული საზოგადოების წევრი, მიხეილ მესხი, ღვინის ექსპერტი, Shvidi Wine-ს დირექტორი (საქართველო).

წელს პირველად, საუკეთესო ღვინოებს სპეციალური პრიზი ე.წ ,,ტროფი“ (TROPHY)  და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესებული სახელობითი მედლები გადაეცათ:

საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო - ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი

მწვანე (2015) - ბატონო

საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი

საფერავი გეორგიკა (2013) - შუმი

საუკეთესო თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო  - დიმიტრი ყიფიანის სახელობის   ოქროს მედალი

ტოლიბაში (2016) - Wine Products of Spirits

საუკეთესო თეთრი ქვევრის ღვინო - ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი

ქვევრის მწვანე (2016) - ქვევრის ღვინის მარანი

საუკეთესო წითელი ქვევრის ღვინო - ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი.

საფერავი (2015) - ბატონო

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გამართულ ღვინის მე-9 საერთაშორისო  კონკურსზე დაჯილდოვდნენ:

ოქროს მედალი

კატეგორიათეთრი მშრალი ღვინო

1. ფაფრის ველი რქაწითელი (2013) - ფაფრის ველი

2. მანაველი მწვანე (2016)- მანაველი

3. მწვანე (2015) - ბატონო

4. კახური მწვანე შუმი (2015) - შუმი

კატეგორიაქვევრის თეთრი მშრალი ღვინო

1. კახური (2016) - კახური ღვინის მარანი

2. კრახუნა (2015) - ვარციხის მარანი

3. ქვევრის რქაწითელი (2016) - ძმების მარანი

4. მწვანე  ქვევრის (2016) - ქვევრის ღვინის მარანი

5. Vine Ponto (2015) –Spirit of Georgia

6. ვინოტერა ქისი (2014) - Schuchmann Wines Georgia

7. რქაწითელი (2016) - გრავისი

8. კახური მწვანე (2016) - გრავისი

9. ქვევრის მწვანე (2016) - გიუანი

10. Eristavi Wine (2016) - Spazio Libero

კატეგორიაწითელი მშრალი ღვინო

1. საფერავი (2016) - ძმების მარანი

2. საფერავი გეორგიკა (2013) - შუმი

3. ყვარელი შუმი (2014) - შუმი

4. მუკუზანი იბერიული (2013) - შუმი

5. საფერავი (2015) - ქინძმარაულის მარანი

6. საფერავი (2015) - ბატონო

7. Mosmieri Saperavii (2015) - Georgian Hospitality Investment

კატეგორიაქვევრის  წითელი მშრალი ღვინო

1. ალექსანდროული (2015) - ვარციხის მარანი

2. საფერავი ქვევრის (2016) - ქვევრის ღვინის მარანი

3. საფერავი რეზერვი (2013)  - საწნახელი

4. საფერავი (2015) - ბატონო

კატეგორია  „წითელი ნახევრადტკბილი  ღვინო

1. Tolibashi (2016) - Wine Products of Spirits

 ვერცხლის მედალი

კატეგორიათეთრი მშრალი ღვინო

1. ცოლიკოური (2015) - ვახტანგური

2. კახური მწვანე (2014) - კახური ღვინი მარანი

3. მანავი (2015) - კახური ღვინის მარანი

4. გურჯაანი (2015) - კახური ღვინის მარანი

5. წინანდალი იბერიული (2015) - ღვინის კომპანია შუმი 

6. ქისი (2015) - ქინძმარაული მარანი

7. ფაფარი ველი ქართლი-კახეთი (2016) - ფაფარი ველი

8. კახური სამეფო (2013) - ქინძმარაული მარანი 

 კატეგორიაქვევრის თეთრი მშრალი ღვინო

1. ობჩური ცოლიკოური (2016) - სიმონ ჩხეიძის მარანი

2. ტიბაანი (2012) - დუგლაძეების ღვინის კომპანია

3. რქაწითელი (2015) - როიალ ხვანჭკარა

4. რქაწითელი ქვევრის (2016) - დუგლაძეების ღვინის კომპანია 

5. რქაწითელი ქვევრის (2016) - გიუაანი

6. ქისი ქვევრის (2015) - ვაზი+

7.ვაინ პონტო რქაწითელი (2015) - Spirit of Georgia

8.ვაინ პონტო ქისი (2015) - Spirit of Georgia

9.მწვანე ქვევრის  (2015) - ვაზი+

10. მწვანე „რჩეული ქვევრის“ (2015) - საწნახელი

11. ხიხვი ქვევრი (2014) - საწნახელი

12. კრახუნა (2016) - გრავისი

 კატეგორია  „წითელი მშრალი ღვინო

1. ასურეთული შალა (2016) - ძმების მარანი 

2. საფერავი კასრის (2016) - გიუაანი

3. მუკუზანი (2015) - საქართველოს ვაზისა და ღვინის კომპანია

4.Chala Wine Kakheti (2016) - Chala Briani

5. მუკუზანი (2012) - კახეთის ღვინის მარანი

6. სალომე (2013) -  შუმი

7. მუკუზანი (2015) - ბატონო

8.G. Wine Saperavi Cabernet Frani  (2015) - ღვინის აკვანი 

კატეგორია  „ქვევრის წითელი მშრალი ღვინო

1. საფერავი (2015)  - როიალ ხვანჭკარა

2. საფერავი ქვევრის (2015) - ვაზი + 

3. საფერავი (2015) - შალაურის ღვინის მარანი 

კატეგორიაწითელი ნახევრადტკბილი ღვინო

1. ხვანჭკარა  (2016) - ლომთაძის საოჯახო ღვინო

2. ქინძმარაული (2015) - დუგლაძეების ღვინის კომპანია

3. ახაშენი (2014) - კახეთის ღვინის მარანი

4. უსახელაური (2015) - უსახელაურის ვენახები

5. ქინძმარაული (2016) - ქინძმარაული მარანი

 ბრინჯაოს მედალი

 კატეგორიათეთრი მშრალი ღვინო

 1. კრახუნა (2016) - დუგლაძეების ღვინის კომპანია

2. ჩინური (2016) - ლაგვინარი

3.ცოლიკოური მუხის კასრში დაძველებული (2016) – KTW

4. გურამიშვილის მარანი (2015) - KTW

5. ციცქა ცოლიკაური (2016) - ლაგვინარი

6. ცოლიკაური (2016) - ლაგვინარი

7.წინანდალი (2015) - ვაინმენი

8. ზურაბ ღვალაძის ღვინო (2015) - ზურაბ ღვალაძის მარანი

9. ქისი (2015)- საქართველოს ღვინისა და ვაზის კომპანია

10. წინანდალი (2015) - ყვარლის მარანი

11. გურამიშვილის მარანი ჩინური კასრის (2015) - KTW

12. წინანდალი (2015) - ბატონო 

13. ნაფარეული (2015) - ბატონო 

14. წინანდალი (2015) - კახური ღვინის მარანი

15. რქაწითელი (2015) - კახური ღვინის მარანი 

16. ხიხვი (2016) - საქართველოს ღვინისა და ვაზის კომპანია 

17. რქაწითელი შუმი (2014) - შუმი

18. მანავი (2016) - გიუაანი 

19.მოსმიერი კახური (2015) - Georgian Hospitality Investment

20. მწვანე იბერიული (2015) - შუმი 

21. მოსმიერი წინანდალი (2015) - Georgian Hospitality Investment

კატეგორიაქვევრის თეთრი მშრალი ღვინო

1. ხიხვი (2016) - ბატონო 

2. ქისი მწვანე (2015) - ბატონო

3. რქაწითელი  (2015) - ვარციხის მარანი

4. მანაველი რქაწითელი (2016) - მანაველი

5. ქისი  (2016) - გრავისი 

6. მწვანე ქვევრის (2015) - ვახტანგური

7. რქაწითელი (2016)- ღვარძელაშვილის მარანი

8. მწვანე კახური/ქისი (2015) - ვახტანგური

9. ტიბაანი (2015) - ტიბაანი

10. ქვევრის ქისი (2016) - გიუაანი

11. ბაიას ღვინო 2016 - ბაიას ღვინო

12.ქვევრის მწვანე (2014) - ვაზი+

13.G. Wine მწვანე (2016) - ღვინის აკვანი

14. ქვევრის ხიხვი (2016) - გიუაანი 

15. ქვევრის ქისი (2016) - დუგლაძეების ღვინის კომპანია 

16. რქაწითელი (2016) - კავშირი თემი

17. ხიხვი (2016) - შალაურის ღვინის მარანი

კატეგორიათეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო

1. როიალ ხვანჭკარა ტვიში (2015) - როიალ ხვანჭკარა

2. ტვიში (2013) - დუგლაძეების ღვინის კომპანია 

3. ფიროსმანი (2015) - კახური ღვინის მარანი

4. ალაზნის ველი (2015) - კახური ღვინის მარანი 

კატეგორიაწითელი მშრალი ღვინო

1.ალადასტური (2016) - ლაგვინარი

2. თავკვერი (2016) - დუგლაძეების ღვინის კომპანია

3. ოცხანური საფერე (2015) - დუგლაძეების ღვინის კომპანია 

4. მუკუზანი (2015) - დუგლაძეების ღვინის კომპანია  

5. მუკუზანი (2015) - ვაინმენი

6. საფერავი (2015) - საქართველოს ვაზისა და ღვინის კომპანია 

7.საფერავი (2015) - ყვარლის მარანი

8. საგურამო წითელი მშრალი ღვინო მუხის კასრში დაძველებული (2015) - KTW

9. მუკუზანი (2015) - KTW

10. საფერავი სანავარდო (2016) - შატო ნეკრესი 

11.Chateau Nekresi Concorde (2016) - შატო ნეკრესი 

12.მუკუზანი უმანო (2014) - კორპორაცია ქართული ღვინო 

13. შუხმანი მუკუზანი (2015) - შუხმან ვაინს ჯორჯია

14. საფერავი (2014) - კახური ღვინის მარანი 

15. საფერავი მუხაში დაძველებული (2013) - კახური ღვინის მარანი

16. საფერავი ბიო (2014) - შუმი

17. ნაფარეული შუმი (2013) - შუმი

18.Cabernet Souvingnon (2014) - კახური ღვინის მარანი

19. კასრის საფერავი (2016) - დუგლაძეების ღვინის კომპანია

20.საფერავი (2015) - ვაზი +

21. საფერავი (2016) - ფაფრის ველი

კატეგორიაქვევრის წითელი მშრალი ღვინო

1. ბოლნური (2016) - ბოლნური

2. ქვევრის თავკვერი (2016) - ძმების მარანი 

3. ჩხავერი (2016) - გრავისი 

4. ჟღია (2016) - გრავისი 

5. ოცხანური საფერე (2015) - ვარციხის მარანი 

6. ქვევრის საფერავი (2016 )- გიუაანი

7. ვინოტერა საფერავი კახური (2014)- შუხმან ვაინს ჯორჯია

8. მანაველი საფერავი (2015) - მანაველი

9. კაბერნე ქვევრის (2014) - ვაზი +

10. საფერავი“რჩეული ქვევრი"  (2015) - საწნახელი

11.საფერავი ქვევრის (2014) - ვაზი +

12.ერისთავის ღვინო (2016) - Spazio Libero

კატეგორიაწითელი ნახევრად ტკბილი ღვინო

1. უსახელაური (2013) - დუგლაძეების ღვინის კომპანია

2. ქინძმარაული (2016) - ვაინმენი

3. ახაშენი (2014) - დუგლაძეების ღვინის კომპანია

4. ქინძმარაული (2016) - ყვარლის მარანი

5. ქინძმარაული იბერიული (2016) - შუმი

6. ქინძმარაული (2014) - კახური ღვინის მარანი

7. ქინძმარაული (2016) - შატო ნეკრესი

8. ქინძმარაული (2015) - საქართველოს ღვინისა და ვაზის კომპანია

9. ახაშენი (2015) - საქართველოს ღვინისა და ვაზის კომპანია.

გამოფენა ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



წარმაატებები!


http://medicnew.us/ Norkayatt


http://levitrax.xyz/ Prowspoepsip

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული