Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

24-25 თებერვალი, ტრენინგი ქუთაისში – ღვინის დაჭაშნიკება – მალხაზ ხარბედია

24–25 თებერვალს, ქ. ქუთაისში ღვინის კლუბი წარმოგიდგენთ ტრენინგს, რომელსაც ღვინის მწერალი მალხაზ ხარბედია გაუძღვება – ღვინის დაჭაშნიკება (როგორ დავაგემოვნოთ ღვინო).
ტრენინგის პარტნიორია ააიპ „ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივა", რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს პროექტებს.
ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 20 მსმენელი. ჯგუფის დაკომპლექტებისას უპირატესობა მიენიჭებათ დასავლეთ საქართველოს საოჯახო მეღვინეობებისა და მცირე მარნების, ღვინის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს.
• ტრენინგზე ვისაუბრებთ ღვინის დაჭაშნიკების ძირითად ეტაპებზე, თვალი, ანუ ღვინის გარეგნობა, სურნელი, გემო, დაბოლოება და სხვ. გავეცნობით ღვინის დახასიათების სისტემურ მეთოდს, ასევე გავივლით ღვინის შეფასების კრიტერიუმებს. გავსინჯავთ ღვინოებს.
• ტრენინგზე გაისინჯება 10 სხვადასხვა დასახელების ღვინო, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოდან. წარმოდგენილი იქნება თითქმის ყველა სტილის ქართული ღვინო.
• ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი დღე, 24 თებერვალი14:00–19:00 საათები, 25 თებერვალი 11:00 -16:00 საათები.
• ტრენინგზე რეგისტრაციის ღირებულება: ერთ მსმენელზე შეადგენს 20 ლარს.
• კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო (ღვინის დაჭაშნიკება, ავტორი მალხაზ ხარბედია), სადეგუსტაციო ნიმუშები (10 დასახელება), ტესტები, ღვინის საგამოცდო ნიმუშები, სერტიფიკატი, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, მცირე სადილი (2 დღე).
• სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.
• რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88
• ჯგუფის დაკომპლექტების ბოლო ვადაა 21 თებერვალი.
გთხოვთ, რეგისტრაციის თანხა გადმორიცხოთ ანგარიშზე:
ააიპ "ღვინის კლუბი"
ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში:GE66TB1144536080100002
რეგისტრაციის თანხა უნდა ჩაირიცხოს არაუგვიანეს 21 თებერვლისა.

© საქართველოს ღვინის კლუბი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული