Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2023 წლის მოსავალი ევროკავშირში

2023 წლის მოსავალი რაოდენობრივად ევროკავშირში იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე ეს წინასწარ წარმოედგინათ ექსპერტებს. ახლა, როდესაც ყურძენი უკვე დაკრეფილია და რთველიც დასრულებულია, COPA-COGECA-მ, ევროპის ფერმერთა და აგროკოოპერატივების ორგანიზაციამ, რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში მთლიანი წარმოება შეაფასა და აღნიშნა, რომ წელს რაოდენობა 150 მილიონ ჰექტოლიტრს უდრის. ეს კი ის 5 წლის საშუალოზე 6%-ით დაბალია. საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი იკავებენ პირველ მეორე და მესამე ადგილებს, ხოლო მნიშვნელოვანი ვარდნა იყო ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრია (-6%), საბერძნეთი (-23%), ხორვატია (-31%) და სლოვაკეთი (-20%). 

ძირითადი მიზეზი ამ ქვეყნებში ცივი და სუსხიანი ზამთარი, სეტყვა და წვიმიანი ამინდებია. „ღვინის სექტორი უკვე რამდენიმე წელია დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორის არანაკლებია, რა თქმა უნდა, Covid პანდემიის შედეგები, ასევე კლიმატური ცვლილება და წარმოების ხარჯების მკვეთრი ზრდა საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად. მიუხედავად ამისა, ევროპელი მწარმოებლები ცდილლობენ ზრდას და თავიანთი უპირატესობების წარმოჩენას“, - თქვა ლუკა რიგოტიმ, COPA-COGECA ღვინის ჯგუფის, ასევე იტალიური კოოპერატივების ალიანსისა და ტრენტინოს კომპანია Mezzacorona-ს ხელმძღვანელმა.

ცალკეული ქვეყნების მონაცემების შესწავლით 2023 წელს საფრანგეთი გახდა ევროპის წამყვანი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა 45 მილიონი ჰექტოლიტრის წარმოებით, რაც წინა წელთან შედარებით +1,47%-იან ზრდას ნიშნავს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი დაზარალდა წვიმითა და გვალვით, განსაკუთრებით სამხრეთში, მათ მიერ მიღებული კრიზისული ზომების წყალობით, ყველაფერმა კარგად და მშვიდობიანად ჩაიარა,

შვიდი წლის შემდეგ იტალიამ დაკარგა ლიდერის, როგორც ღვინის ტოპ მწარმოებელის სტატუსი, რადგან მისი საშუალო წარმოებაა 43,9 მილიონი ჰექტოლიტრი, რაც 11,92%-იან ზარალია გასულ წელთან შედარებით. გაზაფხულის ძლიერი წვიმა, რომელიც წყალდიდობაში გადაიზარდა ემილია რომანას რეგიონში, ასევე ჭრაქი (ნაცარი), განსაკუთრებით ქვეყნის ცენტრში და სამხრეთში, წარმოების მნიშვნელოვან შემცირებას ხსნის.

თუმცა, ესპანეთი კვლავ მესამე მწარმოებელია, დაახლოებით 30,8 მილიონი ჰექტოლიტრით, მიუხედავად 2022 წელს წარმოების შემცირებისა (-14,42%). არახელსაყრელი კლიმატურმა პირობებმქ, ანუ მშრალმა შემოდგომამ, ძლიერმა წვიმამ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულში სიცხემ და სეტყვამ ესპანეთის ვენახები ძლიერ დააზარალა წარმოების თვალსაზრისით. თუმცა დაბალი ტენიანობის წყალობით ვაზი შედარებით ჯანმრთელი იყო და საბოლოოდ მაღალი ხარისხის ყურძენი დაიკრიფა. 

საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმა ერთად თითქმის 120 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო აწარმოეს, რაც ევროკავშირის წარმოების 80%-ია. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მაგალითად, პორტუგალიაში დაფიქსირდა +8,6% ზრდა მაშინ, როცა წარმოება 10 მილიონ ჰექტოლიტრზე ნაკლები იყო, მათ მიერ მიღებული დისტილაციის ზომების წყალობით. 

გერმანიაში წარმოების საშუალო რაოდენობა იყო 8,86 მილიონი ჰექტოლიტრი, - 2,1% დანაკარგი ღვინის წარმოებისა ინფლაციისა და წარმოების მაღალი ხარჯების გამო მთელი მიწოდების ჯაჭვის შეფერხების გამო მოხდა . კლიმატური პირობების გამო მნიშვნელოვანი კლება ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, არ შეინიშნებოდა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული