Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2022 წლის საუკეთესო ტკბილი ღვინოები

ზოგიერთი ღვინო ცოტა ტკბილია, თუმცა ტკბილი ღვინოების კატეგორია, რომლებიც სადესერტო ღვინოებს მოიცავს, შესანიშნავია სადილის შემდეგ თხილეულთან, ყველთან ან დესერტთან. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ოსტატი სომელიე დასტინ უილსონი ტკბილი ღვინის “კონცეფციას” ხსნის და განმარტავს, რომ სწორედ ღვინოში დარჩენილი დაუდუღებელი, ნარჩენი შაქარი აძლევს ღვინოს სიტკბოს: “ძნელი სათქმელია, რომელ დონეზე იწყება ღვინის, როგორც ტკბილის აღქმნა, რადგან ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა მჟავიანობა და ტანინები, შეიძლება ღვინის სიტკბოს დონე შეცვალოს.“ - ამბობს ის.

სტატიაში ავტორი თეთრ და წითელ ტკბილ ღვინოებს გვთავაზობს. მათ შორისაა Chateau Megyer Tokaji Aszu 5 puttonyos: “ტოკაის ღვინო აპერიტივიცაა და  ყველსაც უხდება” - ამბობს ვინსენტო სამარკო, ლოს ანჯელესში Workshop Kitchen & Bar-ის დამფუძნებელი . 

Chateau Guiraud Sauternes კი გაყინული ყურძნისგან იწურება და როგორც ნიკოლ ჰარკლი, ტეხასის Hotel Vin-ის დირექტორი აღნიშნავს, ძალიან უხდება განსაკუთრებით დესერტებს და ორიგინალური, საინტერესო არომატებით გამოირჩევა.

Wagner Riesling Ice Wine ნიუ იორკში, Finger Lake-ში დაწურული ღვინოა ატმის ყვავილის ნოტებით და თაფლის, ციტრუსის არომატებით. როგორც ვკითხულობთ, იგი ძალიან უხდება ხილის ტორტებსა და თხილს. 

ვკითხულობთ Gonzalez Byass Solera-ზეც, ხერესზე რომელიც ხავერდოვანი სირბილითა და ქიშმიშის, ლეღვის ჩირისა და მოხალული თხილის ნოტებით ხასიათდება.

საშუალოდ ტკბილი La Cigarrela Pedro Ximenez Sherry-ს კი ქლიავის, ფინიკის, დარიჩინის, ძირტკიბას, ბალზამიკოს, ფორთოხლის კანისა და ლაიმის წვენის ნოტები,  ფონად კი ბერგამოტისა და ქინძის მკრთალი არომატები აქვს. მას, როგორც აბრეშუმისებრს, ისე ახასიათებენ, ხანგძლივი დაბოლოებით.

ოსტატი სომელიე დასტინ უილსონი კი Willi Schaefer Graacher Domprobst Auslese-ს გულშემატკივარია: “როცა საქმე ტკბილ ღვინოებს ეხება, მიჭირს სხვა რამის არჩევა, გარდა ამ ღვინისა” - აღნიშნავს ის.

Cesar Florido MOscatel Dorado კი კრისტიან რამოსის, ნიუ-იორკელი სომელიეს ფავორიტი ღვინოა: “ეს მშვენიერი ღვინოა, რომელსაც ფორთოხლის, ჟასმინის, ბერგამოტისა და ცაცხვის არომატი აქვს ყვავილოვანი თაფლის სურნელებასთან ერთად, დასასრულს კი თეთრი წიწაკისა და მოხალული თხილის არომატი იგრძნობა”. 

Uroulat Jurancon-ს კი ოქროსფერი ტროპიკული ხილის, მანგოს, ბანანის, ყვავილებისა და ტკბილი სანელებლების არომატები აქვს. ის Petit Manseng-ისგან იწურება და საბოლოოდ გამოდის ტკბილი ღვინო, რომელიც მჟავიანობისა და სიტკბოს იდეალურ ბალანსს ქმნის. სტატიას სრულად შეგიძლიათ Delish.com-ის გვერდზე გაეცნოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.