Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2012 წლის ღვინის კონკურსები ევროპაში

დაიწყო ახალი წელი და, შესაბამისად, დაიწყო სამზადისი ახალი კონკურსებისთვის, რომელთა ნაკლებობასაც ევროპა ნამდვილად არ განიცდის. მაშ ასე, რა კონკურსები ელის ღვინის მწარმოებლებსა და შემფასებლებს 2012 წელს?
კონკურსი Vinalies 2-6 მარტს გაიმართება პარიზში, გამარჯვებულთა გამოცხადება კი 7 მარტს, ინტერნეტის საშუალებით მოხდება. ესაა ფრანგულ ღვინოზე ორიენტირებული ლოკალური კონკურსი, რომელზეც დაახლოებით 4 000 ნიმუშია წარდგენილი. ნიმუშების მიღება 12 იანვარს დასრულდა, თითოეული ნიმუშის საფასური 135 ევროთი განისაზღვრა. 
კონკურსი Concours Mondial de Bruxelles 1994 წლიდან ტარდება და მასზე დაახლოებით 7 300 ნიმუში წარედგინება. ნიმუშის წარდგენის ღირებულება 144 ევროა, მათი ჩაბარების ვადა კი 9 მარტს იწურება. კონკურსი ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობს, რაც მისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის. წელს კონკურსი 4-6 მაისს, ჩრდილოეთ პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში ჩატარდება, მის შედეგებს კი 14 მაისს შევიტყობთ.
კონკურსი Mundusvini 2001 წლიდან ტარდება და 6 000-ზე მეტი ნიმუშით არის ხოლმე წარმოდგენილი. ნიმუშის ღირებულებაა 140 ევრო, წარდგენის ბოლო ვადა - 28 ივნისი. კონკურსი 24 აგვისტოს აიღებს სტარტს სამხრეთ გერმანიაში, ნოიშტადტ-ამ-ვაინშტრასეში და 2 სექტემბრამდე გასტანს. კონკურსის შედეგები ოქტომბერში გახდება ცნობილი.
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 2004 წლიდან ტარდება კონკურსი International Wine Challenge AWC-Vienna, რომელზეც დაახლოებით 10 000 ნიმუში წარედგინება. თითოეული ნიმუშის საფასური 60 ევროთი განისაზღვრება, წარდგენის ბოლო ვადა კი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ზაფხულის მიწურულს უნდა იყოს. 
2012 წლის 13-15 აპრილს ფინეთში, ქალაქ ტამპერეში პირველად შედგება ღვინის ექსპერტებისა და მოყვარულების შეხვედრა და გაიმართება ღვინის ბაზრობა. Tampere Wine Fair ყველა მსურველს ეპატიჟება სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად და მსოფლიოს 20 რეგიონში წარმოებული ღვინის შესაძენად. 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული