Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

17 ოქტომბერი - "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2018"

17 ოქტომბერს, საქართველოს ღვინის კლუბი ქართული ღვინის დღეების, „ღვინობისთვე 2018“-ის ფარგლებში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ტარდება, გიწვევთ საფესტივალო აქციაზე: "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2018".
ღონისძიება მთაწმინდის პარკში, კლუბ ანდერვილში გაიმართება (13:00-დან 21:00 საათამდე), სადაც ბოლო წლების მანძილზე სახელმოხვეჭილი თუ დამწყები ახალი მცირე მარნები წარმოადგენენ თავიანთ ღვინოებს.
აქციას ღვინის მწერალი და ღვინის კლუბის დამფუძნებელი, მალხაზ ხარბედია წარუძღვება, თავად მევენახე–მეღვინეები კი თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ სტუმრებს.
ფესტივალის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო, მთაწმინდის პარკი.
თქვენ გელით ბევრი სხვადასხვანაირი ღვინო, გემრიელი მისაყოლებელი და საინტერესო გარემო.
დასწრება თავისუფალია!

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული