Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

14 მაისი, ახალი ღვინის ფესტივალი 2016 - პროგრამა

ჩატარების ადგილი:  მთაწმინდის პარკი

დრო: 11:00 – 18:00 საათი

კარი ყველასთვის ღიაა

11:00 - ფესტივალის დაწყება

11:30 - მუსიკა: ნალი ბენდი

12:00 - ფესტივალის საზეიმო გახსნა

12:30 - ქვევრის გახსნა

12:30 - მუსიკა: ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“

13:00 - ღვინით სავსე კასრის გათამაშება

13:00 - ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“

13:30 - ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე ოჯახური მარნების დაჯილდოვება სიგელებით.

13:30 - მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი

14:00 - ღვინით სავსე კასრის გათამაშება

14:00 - მუსიკა: „ნალი ბენდი“

14:30  - ღვინის კლუბის ჯილდო „ელიბო“-ს საზეიმო გადაცემა ღვინის კომპანიებისთვის.

14:30 - მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზ ბედნი

15:00 - ღვინით სავსე კასრის გათამაშება

15:30 - ბენდი "Tango Vagabundo' (მოხეტიალე ტანგო)

15:30 - მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი

16:00 - მუსიკა: ნალი ბენდი

16:30 - ბენდი "Tango Vagabundo' (მოხეტიალე ტანგო)

17:30 - მუსიკა: „ნალი ბენდი“

17:30 - მუსიკა: დიდგორი

18:00 - ფესტივალის დახურვა

ახალი ღვინის ფესტივალი 2016 ტრადიციულად დაიწყება ქვევრის საზეიმო გახსნით.

78 ღვინის კომპანია, 102 მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მარანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2015 წლის მოსავლის ღვინოებს. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნებათ დააგემოვნონ საუკეთესო ღვინოები.

ფესტივალის მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზბენდი, „ბენდი ნალი და ფოლკლორული ანსამბლი "დიდგორი"; ბენდი "Tango Vagabundo' (მოხეტიალე ტანგო).

ფესტივალში მონაწილე ღვინის კომპანიებს საზეიმოდ გადაეცემათ ღვინის კლუბის სიმბოლო "ელიბო".

ფესტივალზე გათამაშდება საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრები.

ფესტივალზე სადეგუსტაციო ჭიქის შეძენისას გადმოგეცემათ გათამაშების ბილეთი, რომელსაც მოათავსებთ ქვევრში. ქვევრიდან შემთხვევითობის პრინციპით ამოღებული ბილეთის მფლობელი დაჯილდოვდება კასრით.

ღვინის კომპანიებთან ერთად ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან სხვა კომპანიები და მეწარმეები:

ღვინის ატრიბუტები, მასალები, საწარმოო ინვენტარი და დანადგარები, აქსესუარები, ღვინის ეტიკეტები და სხვა -  წარმოადგენენ კომპანიები:

შვიდი ვაინ

პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები

კოლორპაკი

"სათემო კავშირი ნუკრიანი" -  წარმოგვიდგენს ნუკრიანის სახელოსნოების მიერ  ღვინის თემაზე შესრულებულ სუვენირებს;

თანამედროვე და ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, ნათია ცერცვაძე;

ხის ხელნაკეთი ღვინის ყუთები, დიმიტრი ჯუჯუშვილი;

ქართულ/კახურ ჩურჩხელებსა და ჩურჩხელების სასაჩუქრე შეფუთვებს კომპანია "ბადაგი" წარმოადგენს;

ქართული ხორბლის პური;

სასწავლო შემოქმედებითი სახელოსნო ტრადიციული მოდის სახლი;

DHL - ჯორჯიენ ექსპრესი, სპეციალური შეთავაზებით დახვდება მოსულ სტუმრებს.

ღვინის კომპანია "სავინო" -  ღვინის ჩამოსასხმელი ქართული წარმოების დანადგარით გაასინჯებს ღვინოს სტუმრებს. 

ახალი ღვინის ფესტივალი 2016-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და . თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს რადიო უცნობი, რადიო JAKO FM, რადიო თბილისი, "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო



Ra egireba sadegustatsio chika?:)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული