Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

The Drinks Business ქართული ღვინის აზიურ წარმატებებს აანალიზებს

The Drinks Business-ის ფურცლებზე, სტატიაში, „ქართული ღვინის წინსვლა აზიაში“, ლუსი ჯენკინსი, შეაჯამებს დებრა მეიბურგის ბოლო დეგუსტაციას Hullett House-ში (ჰონგ კონგი) და განიხილავს ქართული ღვინის აზიის ბაზრებზე დამკვიდრების რეალურ შესაძლებლობებს. 

The Drinks Business ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიაა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ჰონგ კონგში, რომელსაც ყოველთვიურად 460 000-მდე მკითხველი ჰყავს.

ჯენკინსი მიმოიხილავს დეგუსტაციის საინტერესო დეტალებს, პირველ რიგში, ღონისძიების ფორმატს, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, კანტონური სამზარეულოსთვის შეეხამებინათ ქართული ღვინის ნაირსახეობანი.  

ავტორი დებრა მეიბურგის სიტყვებსაც მოიშველიებს. ღვინის მაგისტრი აღნიშნავს, რომ ქართული ღვინო უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე რუსეთის ბაზარზე იყო ორიენტირებული. სწორედ ამიტომ ქვეყანა, რომელსაც 8000 წლის მეღვინეობის ისტორია აქვს, მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ დიდ საიდუმლოდ რჩება.

ჯენკინსი არ ივიწყებს ქვევრისა და ნატურალისტურ ქართულ ღვინოებსაც, რომლებმაც, მისი თქმით, უკვე მიიპყრო მსოფლიოს საუკეთესო სომელიეების ყურადღება.

ავტორი კრიტიკულ მოსაზრებებსაც გვთავაზობს, მაგალითად, ღვინის დამოუკიდებელი კონსულტანტი და მეღვინე ჰონგ კონგიდან, ტერსინა ში (Tersina Shieh), ფიქრობს, რომ ჰონგ კონგის ბაზარი საკმაოდ მოუმზადებელია ქართული ღვინის მისაღებად. 

„ისევე როგორც ღვინის სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც არსებობს კარგი და ცუდი ხარისხის ღვინო, იმის მიხედვით, ვინ აწარმოებს მას. ცხადია, დეგუსტაციაზე ორივე მათგანი გავსინჯე. ქვევრის ღვინო საინტერესოა, თუმცა, ის ნამდვილად ვერ გახდება ჭიქა ჩაი, ყველასათვის. 

ქართული ღვინის წინსვლის შესახებ ინფორმირებული ვარ, ვიცი, რომ ის უკვე ლონდონისა და ნიუ იორკის რესტორნებში გვევლინება, რადგან მომხმარებელს რაღაც განსხვავებულს სთავაზობს. ამ ქალაქებში ღვინის მაღალი კულტურაა და არსებობს სადილის დროს, ნებისმიერ კერძთან ღვინის მოხმარების გამოცდილება. სამწუხაროდ, ჰონგ კონგში ვითარება სულ სხვაგვარადაა.“ - აღნიშნავს ში, The Drinks’ Business-თან საუბარში.

ტერსინა შისგან განსხვავებით, ჯენკინსს გაცილებით ოპტიმისტური დამოკიდებულება აქვს აღნიშნული საკითხების მიმართ. ის მოიშველიებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებებს, რომლის მიხედვითაც ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება და შეაჯამებს მონაცემებს, რაც ქართული ღვინის აზიის ბაზრებზე გაყიდვების  აღმავალ დინამიკას წარმოაჩენს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული