Home
ქართული | English
ახალი ღვინის ფესტივალამდე დარჩა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კომენტარები

kvevri - 25 აგვისტო, 2012 - 16:42

ყველაფერი იმით დაიწყო, როდესაც ჩემი 5 წლის უნახავი ძმაკაცი ბრუნდებოდა ლონდონიდან. რა ჩამოგიტანოო და ვისკი მეთქი, ეგრევე ვაჯახე. "ბელსი" იყო და მეორე დღესვე უბნის ლოთებს ჩავახუტე (დღემდე ახსოვთ...). შემდეგ ჩამოსვლაზეც მის ნამუსს მივანდე ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც დავრწმუნდი, რომ ნამუსიც კაი საქონელია მესამე ჩამოსვლაზე ვისკის ნაცვლად ვისკებზე წიგნი ვთხოვე. უძვირფასესი წიგნი ჩამომიტანა: Whisky classified. (David wishart, 2002) ფასი: 14.99 ფუნტი. შოტლანდიის, ირლანდიისა და ინგლისის წამყვანი (ოჯახური) ვისკებია შეტანილი თვისი აღწერებითა და დეგუსტაციის შედეგებით სხვადასხვა წლებში. დიდებული წიგნია და საპატიო ალაგის დაიჭირა ჩემს ბიბლიოთეკაში, მაგრამ!!! მინდა გითხრათ, რომ ამ ხრიკმა ჩემი ძმაკაცის ბიოჯეტზე პირდაპირი ზეგავლენა იქონია, ვინაიდან შემდეგ შეკვეთებს უკვე ამ კატალოგიდან ვახდენდი... ეს რა ბებიაჩემისა ვჭამე რო ჩამოგიტანეო, მაგრამ უკვე ძალიან, ძალიან გვიანი იყო. თუმცა სამწუხაროდ იგი დაბრუნდა და ჩემს მეხსიერებას მხოლოდ მის მიერ ჩამოტანილი გლნებისა თუ სხვა საოცრებების გემოღა შემორჩა...
მალხაზ ხარბედია - 25 აგვისტო, 2012 - 14:24

ისე, მარტო ეგ როდია გლენი :) კიდე ბევრი საოცარი გლენი არსებობს: გლენლივეტი, გლენფარკლასი, გლენგოინი, გლენტოშერსი, გლენტარეტი....


kvevri - 25 აგვისტო, 2012 - 11:44

ძალიან ლამაზი რეკლამაა, მაგრამ რაც რეკლამაა იმაზე ბერვად მეტი თავად გლენია. მქონდა ერთი ბოთლის გამოწრუპვის საშუალება ამ სამი წლის წინათ...
მალხაზ ხარბედია - 23 აგვისტო, 2012 - 17:26

ნებისმიერი სასმელს უნდა ჰქონდეს დაძველების პოტენციალი, ისე აზრი არა აქვს. მაგალითად, იაფფასიანი ვისკი ან უხარისხო ე.წ. კონიაკი გინდ შეგინახავს გინდ არა :) თუმცა ზოგადად სპირტიან, მაღალგრადუსიან სასმელს არაფერი ემართება დროთა განმავლობაში, არ ფუჭდება. ხოლო ღვინომ საკმაოდ მალე შეიძლება დაკარგოს თვისებები, განსაკუთრებით თეთრებმა, ე.წ. ევროპულებმა. + ბევრი რამეა დამოკიდებული მოყვანის ადგილზე, ჯიშზე და ღვინის დაყენების წესზე. ესენი უმთავრესია. მაგ, მაღალმჟავიანი და ე.წ. ტანინიანი ღვინოები უფრო კარგად ინახება, თუმცა მჟავიანობა და ტანინები ერთად–ერთი ფაქტორი არაა ღვინის დაძველებისას. ანუ მარტო მჟავიანობა და ტანინები ვერ ქმნის დასაძველებელ ღვინოს.ასევე მნიშვნელოვანია შენახვის წესებიც, ტემპერატურა და სხვ.. თუკი ღვინო პლასტმასის ჭურჭელში ინახება, არანაირი აზრი არა აქვს დაძველებას. ღვინო ვერ განვითარდება. უფრო მეტიც, ღვინო უარესობისკენ შეიცვლება. ბოცაშიც და ცისტერნებშიც მისი განვითარების დიაპაზონი საკმაოდ შეზღუდული იქნება. ერთმანეთისგან განსხვავდება ღვინის შენახვა და დავარგება. ეს ორი სხვადასხვა ცნებაა. კარგია ღვინო ნატურალურსაცობიან ბოთლში დავაძველოთ. მუხაში და სხვადასხვა ჭურჭელშიც აძველებენ, მაგრამ ბოთლი ყველაზე საიმედო წესია დაძველების. კარგად ძველდება კახური, ქვევრში დაყენებული ღვინო, რომელმაც რამდენიმე თვე ჭაჭაზე და კლერტზე გაატარა. ძლიერი საფერავები. მუკუზანი და ა.შ. ნახევრადტკბილი ღვინოების შენახვაზე არც კი იფიქროთ :)) ასევე უბრალო შუშხუნა ღვინოებზე. ღვინომ შეიძლება 10–15 წელიც შეინახოს თავი, 50–ც, და 2 წელიწადშიც მოკვდეს, ანუ დაკარგოს ყველა თვისება... სურნელი, გემო, ძალა, სიღრმე... ერთი სიტყვით, როგორც გითხარით, თითოეულ ჯიშს, ადგილს, მეთოდს (როგორაა ღვინო დაყენებული), გათვალისწინება უნდა, როდესაც ღვინის დაძველებაზე ვსაუბრობთ. გვითხარით კონკრეტულად რომელი ღვინის დაძველებას აპირებთ და შევეცდებით გიპასუხოთ, ღირს თუ არა ამ ღვინის დავარგება :) 

იმედია გასაგებად დავწერე ეს ყველაფერი. საკმაოდ ძნელია ღვინის დაძველებაზე კონკრეტიკის გარეშე საუბარი :)


Geo Spamer - 23 აგვისტო, 2012 - 15:45

გამარჯობათ ხალხო, დღეს აღმოვაჩინე ეს ბლოგი და ძალიან დავინტერესდი. ერთი კითხვა გამიჩნდა და იქნებ დამეხმაროთ? რამდენ ხანს ინახება ვისკი, კონიაკი, ღვინო, არაყი და ლიქიორი? ცოტა სულელური შეკითხვაა მაგრამ მაინც ალბათ, არაყს და ღვინოს რაც უფრო დავაძველებთ უკეთესია ხო?
gela - 21 აგვისტო, 2012 - 00:24

ძალიან საინტერესო რევიუა მაგრამ ავტორი რატომღაც ძალიან დამღლელი და ბრტყელი ენით წერს. საწვალებელი საკითხავია
გიორგი - 17 აგვისტო, 2012 - 12:59

მოსაწონი მანდ კაი ხანია აღარეფერი დარჩა. თავიდან ლუდიც ნორმალური იყო და ძირითადათ ლუდის გამო შევდიოდი. ალეკო მართალია სამწუხარო რეალობა გაუმჯობესების ნაცვლად ყველაფრის გაფუჭება.
ალეკო ცქიტიშვილი - 17 აგვისტო, 2012 - 10:23

"ჭაჭას" რაც შეეხება, სულ სულ პირველად, როცა "მირზაანი" ვორონცოვის მოედანთან ახლოს გაიხსნა, საკმაოდ კარგი "ჭაჭა" ჰქონდათ, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ქართულ სინამდვილეში, რამდენიმე თვის შემდეგ უკვე ესენციაზე დამზადებული არყის გემო ჰქონდა, ხოლო კიდევ რამდენიმე თვის შემდეგ, უკვე "მირზაანში" ობის გემოც დაჰკრავდა. ამ ორი შემთხვევის შემდეგ "მირზაანში" "ჭაჭას" აღარ ვსვამ და საერთოდაც, უკვე ორი წელია ფეხი აღარ შემიდგამს. კაცია და გუნება. ვისაც მოწონს, იაროს.
ананимус... - 16 აგვისტო, 2012 - 18:10

ამას ალბათ დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მაგათი ე.წ. "ადგილობრივი" ჭაჭა თბილისის ერთ-ერთი ღვინის ზაოდიდანაა შეძენილი და თვისად ასაღებენ, თუმცა მაგაზე მეტი არაფერი დარღვეულა ნეტა მაგათთან და საერთოდ სხვაგანაც... აბა მაგათზე რა უფლება მაქვს რომ ასეთი რამე ვთქვა, მაგრამ მცხეთის მახლობლად ორჯერ შეიტანეს სამზარეულოში თვის სიკვდილით მკვდარი სახედარი. ყველამ გაიგო და აღშფოთთა, მაგრამ მეორე დღეს ორი ომდენი კლიენტი იყო მიმწყდარი იმ ადგილს.
ZURA - 15 აგვისტო, 2012 - 11:50

გეტანხმებით. ღვინის ხარისხზე არაფერი არ თქმულა. ფასებიც საინტერესო იქნებოდა
საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული