Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

კლასიკური შამპანური ახალი დიზაინით

დიზაინერები ვიქტორ ჰორსტინგი და როლფ სნოერენი კარგად არიან ცნობილნი მოდისა და პარფიუმერიის სამყაროში სახელგანთქმული მარკით Viktor & Rolf. ღვინის სახლ Piper-Heidsieck-ში, რომელიც უკვე ორ საუკუნეს ითვლის, კლასიკური შამპანურის დიზაინის შესაცვლელად და ექსტრავაგანტული ელემენტების შესატანად მიიწვიეს "ვიქტორ&როლფი". თანამშრომლობამ გაამართლა და ერთობლივმა პროექტმა მართლაც განაცვიფრა დამსწრე საზოგადოება.

"როცა ხარისხში ხარ დარწმუნებული, თავისუფლება უფრო მეტია" - აღნიშნეს დიზაინერებმა. განახლებისა და სხვადასხვა სტილის აღრევის ვირტუოზებმა ავანგარდისტული წვლილი აქაც შეიტანეს: საერთოდ შეცვალეს ფორმები - გადმოაბრუნეს ბოთლი, ფუჟერი და ყინულის ჭურჭელი; შეცვალეს პროპორციები - დიდი საცობი და ვიწრო ფსკერი.

ამ თანამშრომლობას შემდგომი გაგრძელებაც მოჰყვა. დიზაინერმა ჟან-პოლ გოტიემ "შემოსა" შამპანურის ბოთლი შავზონრიანი კორსეტით. შამპანურის ამ პარტიას უწოდეს Piper-Heidsieck Special Cuvee Jean Paul Gaultier.

 © „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა