Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ავსტრალიური “ტყვიაგაუმტარი” ყურძენი

ავსტრალიის შტატ ახალ სამხრეთ უელსში ყურძნის ისეთი ჯიში მოაშენეს, რომელიც რეგიონის მეღვინეობისათვის ნამდვილ ხსნად იქცა, რადგან იქ ყურძნის მოშენება არც ისე იოლი საქმეა. ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე, ტილბას ველზე, სულ რამდენიმე ჯიშის ყურძენი ხარობს. ამის მიზეზად კი ადგილობრივი მეღვინე და ექსპერტი, კლინგ ბრედლი ნოტიო ჰავას ასახელებს. ჭარბი ტენიანობის გამო ყურძენი ხშირად ავადდება სოკოვანი დაავადებებით. თუმცა შამბურსენის (Chambourcin) ჯიშის ყურძენს ეს საფრთხე არ ემუქრება. ეს ფრანგულ-ამერიკული ჰიბრიდი, რომელიც პირველად 1963 წელს მოაშენეს, სოკოვანი დაავადებებისადმი საკმაოდ მედეგია, -20 გრადუს ყინვას უძლებს და, რაც მთავარია, საკმაოდ უხვ მოსავალს იძლევა – 1 ჰექტარზე 17 ტონა ყურძენი იკრიფება.

“ადგილობრივი მეღვინეები შამბურსენს “ტყვიაგაუმტარ” ჯიშს უწოდებენ. ცხადია, ის ტყვიას ატარებს, მაგრამ სოკოვან დაავადებებს არ იკარებს. მისგან დაწურული ღვინო კი საოცრად დაბალანსებულია – ზომიერად მიჰყვება სიმჟავეც და ხილის არომატიც,” – აღნიშნავს ბრედლის კოლეგა სიუ ო’რურკი.    

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.