Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ახალი დიზაინი Belvedere Vodka-სთვის

ლეგენდარული ვოკალისტის - მიკ ჯაგერის ქალიშვილმა ჯეიდ ჯაგერმა შექმნა ყინულის საჭრელი დანის უნიკალური დიზაინი. ეს დანა თან ახლავს ცნობილ პოლონურ არაყს - Belvedere Vodka (კომპანია Millennium Imports), რომელსაც ჩვეულებრივ ყინულით მიირთმევენ.

სასმელის ამ აქსესუარს ეწოდა "Jagger Dagger". დანა მორთულია საფირონით, თეთრი ოქროთი და ბრილიანტით.

Belvedere Vodka  ძვირფასი აქსესუარით შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება ლონდონის ფეშენებელურ მაღაზიათა ქსელში - Harrods of London. მისი სავარაუდო ფასი 126,500 გირვანქა სტერლინგი იქნება.

 

© „მარანი“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

ტოპ ხუთეული