Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფუნთუშები ქლიავის ჯემით

საჭირო მასალა: 1 კგ ფქვილი, 1 ჩ.კ. მარილი, 150 გ შაქარი, 500 მლ თბილი რძე, 2 პატარა შეკვრა მშრალი საფუარი (2 ს.კ.), 150 გ კარაქი, 4 კვერცხის გული, 300 გ ქლიავის ჯემი, 1 კვერცხი.

მომზადება: 1 ჭიქა ფქვილში ავურიოთ მარილი, საფუარი, 1 ს.კ. შაქარი და დავასხათ თბილი რძე. დავამატოთ ფქვილი, სანამ სქელი არაჟნის კონსისტენციის მასას არ მივიღებთ და დავდგათ, რომ აფუვდეს. ამასობაში შაქართან ერთად გავთქვიფოთ კარგად დარბილებული ან გამდნარი კარაქი, დავუმატოთ კვერცხის გულები და აფუებულ მასას შევურიოთ. შემდეგ შევაზილოთ ფქვილი, გადავაფაროთ ტილო და ცომი დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად. აფუებული ცომისგან მოვამზადოთ თანაბარი ზომის ბურთულები, შიგ მოვათავსოთ ქლიავის ჯემი, კარგად შევკრათ და ცხიმწასმულ ფორმაში ერთმანეთთან ახლოს დავაწყოთ, ზემოდან გათქვეფილი კვერცხი წავუსვათ. 20 წუთის შემდეგ ფუნთუშები შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და დაახლოებით 30 წუთი ვაცხოთ. მზა ფუნთუშებს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული