Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბორდო იტალიაში - ლოდოვიკო ანტინორი - Lodovico Antinori

მალხაზ ხარბედია

 

ამ ადამიანს მსო­ფ­ლიო იც­ნ­ობს რო­გ­ორც Ornellaia-სა და Masseto-ს, სა­კუ­ლ­ტო სუ­პე­რ­ტო­ს­კა­ნუ­რი ღვი­ნო­ე­ბ­ის შე­მ­ქ­მ­ნ­ელს და მიუხედავად იმისა, რომ ამ ღვინოებს ახლა სხვა ადამიანები ფლობენ (კერძოდ კი ფრესკობალდების ოჯახი), ანტინორი ბევრს მაინც არ დარდობს, იგი მუდამ წინ მიიწევს, ორიოდე წლის წინ ახალი მეურნეობა შექმნა (Campo di Sasso) და საზრუნავიც ახალი გაუჩნდა.

მარკიზ ლოდოვიკო ან­ტი­ნო­რ­ის წი­ნა­პ­რე­ბი ჯერ კი­დე 14-ე სა­უ­კუ­ნე­ში წუ­რა­ვ­დ­ნ­ენ ღვი­ნ­ოს, თუმცა 1943 წელს დაბადებული ყოფილი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი საგვარეულო საქმიანობას 70-იან წლე­ბ­ში და­უ­ბ­რუ­ნ­და. დღეს კი, Sasso-ს გა­რ­და ტო­კა­ის ღვი­ნო­ს­აც წუ­რ­ავს Tokaji Baron Bornemisza-ს და ახ­ალ ზე­ლა­ნ­დი­ა­ში, მა­რ­ლ­ბო­რო­უ­ში Mount Nelson Sauvignon Blanc-ს. ცდილობს მაქსიმალურად ტრადიციული იყოს, წარმოების რაოდენობის, მეთოდებისა და ტექნოლოგიის თვალსაზრისით, თუმცა ამ ყველაფერს, რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, არაფერი აქვს საერთო იტალიურ ტრადიციებთან, მან ბორდოს ჯიშებით გაითქვა სახელი და ბევრ იტალიელ მეღვინეს მის პატრიოტიზმში ეჭვიც ეპარება.

Ornellaia-ს შე­მ­თხ­ვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი ნუ­ლი­დ­ან და­ი­წყო, ჯერ ტო­ს­კა­ნ­ას ერ­თ­ერთ სა­ნე­რ­გე­ში ყი­დუ­ლო­ბ­და ბორდოს ჯიშებს, კაბერნეს, მერლოს და ა.შ. შე­მ­დ­ეგ კი სა­ფ­რა­ნ­გე­თ­ში გა­ე­მ­გ­ზა­ვ­რა და პი­რ­და­პ­ირ იმ სა­ნე­რ­გ­ეს მი­ა­დ­გა, სა­ი­და­ნ­აც შა­ტო მარგო მარაგდებოდა ნე­რ­გე­ბით (თუმცა, ანტინორის, რა თქმა უნდა, ნა­მ­დ­ვი­ლ­ად არ სუ­რ­და იტ­ა­ლი­უ­რი შა­ტო მა­რ­გ­ოს შე­ქ­მ­ნა, არამედ რაღაც განსვავებულის). ერთი სიტყვით, სანჯოვეზეს ქვეყანაში ანტინორიმ გაბედული ნაბიჯი გადადგა და ამ საქმეში მას ლე­გე­ნ­და­რუ­ლ­მა ან­დ­რე ჩე­ლი­შე­ვ­მა შეუწყო ხელი, სწორედ მან დაარწმუნა ლოდოვიკო ორნელაიას მომავალში, თან იმის რწმენაც ჩაუსახა ახალგაზრდა მეღვინეს, რომ განათლებისა და ცოდნის გარეშე კარგ ღვინოს ვერ შექმნიდა. 1998 წელს მისი “ორნელაია” Wine Spectator-მა წლის საუკეთესო ღვინოდ დაასახელა, Château Pétrus-ის მფლობელმა, კრისტიან მუექსმა კი მას იტალიური პეტრუსი უწოდა.

ასეთი წარმატების მიღწევა არც ისე ადვილი საქმეა, თუკი, როგორც ჩვენში იტყვიან, “მარტო მუშაობ”. სწორედ ამიტომაც ანტინორიმ სახელოვანი და მოდური მი­შ­ელ რო­ლა­ნი მოიწვია კონსულტანტად, რომელმაც მერლოს დარგვა ურჩია ბოლგერის ზონაში, რადგან, მისი აზრით, პომროლის შემდეგ ეს ზონა საუკეთესო იყო ამ ჯიშისთვის.

ანტინორი ჯერ კიდევ გამარჯების მწვერვალზე იყო, როცა თავისი საქმის გაყიდვაზე დაიწყო ფიქრი, თუმცა ბოლომდე მაინც არც ერთ ინტერვიუში არ ამბობს გაყიდვის მიზეზებს, ამას სიკვდილის წინ თუ მივხვდები და ვაღიარებო. გარკვეული ცხადი მიზეზები რა თქმა უნდა იყო. საქმე ისაა, რომ მას კრედიტებთან ჰქონდა პრობლემები, ბანკები ფულს არ იძლეოდნენ, მუნიციპალიტეტი კი განუწყვეტლივ მოსვენებას არ აძლევდა. 1999-ში­ვე და­ი­ღუ­პა ავ­ტო­კა­ტა­ს­ტ­რო­ფა­ში მი­სი საწარმოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რე­ქ­ტო­რი. იმავე წელს ქალიშვილი გაუჩნდა და ეს ამბავი თითქოს ძალიან უნდა გახარებოდა, მაგრამ მისთვის, როგორც თავად ამბობს, მაინც სტრესი აღმოჩნდა. “ორნელაიას” გაყიდვის ამბებზე დიდი სევდით საუბრობს და კაცი იფიქრებ, ანტიკური ტრაგედიის გმირთანა მაქვს საქმე და არა თანამედროვე იტალიელთანო.

2000 წელი კარგად დაიწყო და ანტინორის ბირჟაზე თამაშის სურვილი გაუჩნდა, იფიქრა ორ მეურნეობას გავხსნიო და თავიდან გადაწყვიტა ძმისთვის, პიეროსთვის მიეყიდა საქმე, რომელთანაც საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა (სხვათა შორის, პიერო ანტინორის Solaia-მ ძმაზე ერთი წლით ადრე, 1997 წელს მოიპოვა წლის საუკეთესო ღვინის წოდება), თუმცა მტკიცე უარი მიიღო, რადგან მის ძმას არაფერში აინტერესებდა ბორდოს ჯიშები, საბოლოოდ კი, როგორც მოსალოდნელი იყო, რობერტ მონდავი გამოჩნდა და მან შეიძინა ანტინორის საკულტო ღვინო. 2001 წლის ფი­ნა­ნ­სუ­რმა კრი­ზი­სმა ყველაფერს წერტილი დაუსვა, ანტინორიმ მთელი ფული დაკარგა. ამას ისიც დაემატა, რომ მონდავი ძალზე არაკორექტურად მოიქცა და “ორნელაიას” 100%-დან 50% ფრესკობალდებს მიჰყიდა. შარშან რომან აბრამოვიჩმა გამოთქვა “ორნელაიას” ყიდვის სურვილი, რის გამოც ანტინორი გახარებული ჩანდა: “ჯერ მონდავი, მერე ფრესკობალდი, ახლა კიდევ რომან აბრამოვიჩი. ამაზე სახელოვან მფლობელებს რომელი ღვინო ინატრებდაო”. იმასაც დასძენდა, თუკი აბრამოვიჩმა შეიძინა ეს ღვინო, იგი მსოფლიო მნიშვნელობას ღვინო გახდებაო. წარმოიდგინეთ, კაცს იმხელა ფული აქვს, ნებისმიერ ლეგენდარულ შატოს “დაითრევს” ბორდოში, არადა მან მაინცდამაინც “ორნელაიას” მიმართ გამოხატა ინტერესი, ანუ ყველაზე არ­ა­ტ­რა­დი­ცი­ულ ღვი­ნ­ოზე ტო­ს­კა­ნ­ურებსა და სუ­პე­რ­ტო­ს­კა­ნ­ურებს შო­რ­ის.

მარკიზს ფილოსოფოსობაც უყვარს, ასე ამბობს, ღვი­ნ­ო ვი­ს­კი არაა, რომ ერ­თხ­ელ და სა­მუ­და­მ­ოდ და­ა­ყე­ნ­ო სა­ქ­მ­ე ფე­ხ­ზე, აქ გა­ნუ­წყ­ვე­ტ­ლი­ვი, ყო­ვე­ლ­დღი­უ­რი ყუ­რა­დღე­ბაა სა­ჭი­როო. მე­ღ­ვი­ნე­ო­ბა­ზე ხომ აუარ­ე­ბა ფა­ქ­ტო­რი მო­ქ­მე­დ­ებს და თუკი მეწარმე გა­ნუ­წყ­ვე­ტ­ლ­ივ სრუ­ლ­ყო­ფი­ს­კ­ენ არ ის­წ­რა­ფვის, აუცილებლად წააგებს. თანაც კარგი ღვი­ნ­ის დაწურვა უკ­ვე ბე­ვ­რ­მა ის­წა­ვ­ლა, ამ­ი­ტ­ომ მა­ქ­სი­მა­ლუ­რ­ად უნ­და ეც­ა­დო კო­ნ­კ­რე­ტუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი გა­მო­ხა­ტო ღვი­ნო­ში. ამის მიუხედავად, მის “ორ­ნე­ლა­ია­ში” არ­ც ე­რ­თი იტ­ა­ლი­ე­ლი ენ­ო­ლო­გი არ მუ­შა­ო­ბ­და, რაც ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი იყო, თუმცა ამ მეღვინეებმა სა­ე­რ­თა­შო­რ­ის ხა­სი­ა­თი მი­ს­ც­ეს ღვინოს და მსოფლიოს გააცნეს იგი.

ანტინორი თა­ნა­მე­დ­რო­ვე ენ­ო­ლო­გ­ებს ცო­ტა­თი ემ­დუ­რ­ის, ძალიან მოუცლელი ხალხია, ფული უყვართ და ბევრ ად­გი­ლ­ას მუ­შო­ბ­ენო, შე­მ­დ­ეგ კი ყვე­ლა ეს ღვი­ნო ერ­თ­მა­ნ­ეთს ემ­ს­გა­ვ­სე­ბა, მნი­შ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს რო­მ­ელ კო­ნ­ტი­ნე­ნ­ტ­ზე იქ­ნე­ბა ყურძენილი მოწეულიო.

მიშელ როლანთან კვლავაც მეგობრობს, იგი წელიწადში სამჯერ ჩადის კონსულტაციებისთვის, ძირითად მეღვინედ კი ქალი ჰყავს, ჰელენ ლინდბეგი (ალბათ ერთად-ერთი შვედი ქალი ენოლოგი). 2005 წელს, მი­სი ახ­ა­ლი ბრე­ნ­დ­ის, Pino de Biserno-ს ას­ა­მ­ბ­ლა­ჟი­ს­ას სა­მი­ვ­ეს უთ­ა­ნ­ხ­მო­ე­ბა მო­უ­ვი­დ­ათ. სა­ქ­მე პტი ვე­რ­დ­ოს ეხ­ე­ბო­და (რო­მე­ლ­იც კლა­სი­კ­ურ ბო­რ­დო­ე­ბ­ში ყვე­ლაზე მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, მა­გა­ლი­თ­ად, “შა­ტო მა­რ­გო­ში” ეს ჯიში სულ რაღაც 5-6%-ია). რო­ლა­ნი პო­მ­რო­ლი­და­ნაა და რა თქმა უნ­და მე­რ­ლ­ოს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო ვე­რ­დო არ უყვარს, ამიტომ დაიჟინა, 2%-ზე მეტი არ შეიძლებაო. ან­ტი­ნო­რი კი პირიქით, 15%-ზე ნაკლებს არაფრის დიდებით არ თანხმდებოდა. ეს ჯი­ში და­ხ­ვე­წი­ლო­ბა­სა და ელ­ე­გა­ნ­ტუ­რო­ბ­ას ან­ი­ჭ­ებს ღვი­ნ­ოს, ანტინორის კი ყველაზე მეტად ბორდოს ღვინოებისგან განსხვავებული ელეგანტურობის მიღწევა სურდა.

რო­ლა­ნ­თ­ან ხში­რ­ად კა­მა­თ­ობს, მა­გ­რ­ამ ძა­ლი­ან აფას­ებს, მას უმადლის 2005 წლის მო­სა­ვ­ლ­ის გა­და­რ­ჩე­ნასაც. საქმე ისაა, რომ სე­ქ­ტე­მ­ბე­რ­ში ტო­ს­კა­ნა­ში გადაბმული წვი­მე­ბი ყოფილა, არადა უხ­უ­ცე­სე­ბ­ს­აც კი არ ახ­სო­ვ­დ­ათ ტოსკანურ სე­ქ­ტე­მ­ბე­რ­ში წვი­მა. ყველა პა­ნი­კა­მ მოიცვა და ის ის იყო დაუმწიფებელი ყურძნის მოსაკრეფად უნდა შესეოდნენ ვენახებს, რომ მხსნელივით გამოჩნდა როლანი და ერთი სიტყვა თქვა - “დააცადეთ”. მა­რ­თ­ლ­აც, ძალი­ან მა­ლე ქა­რი­ა­ნი და მზი­ა­ნი დღე­ე­ბი და­ი­წყო, რა­მ­აც გა­მო­ა­შ­რო მტე­ვ­ნე­ბი, ხოლო 12 დღე­ში იდ­ე­ა­ლ­ურ კო­ნ­დი­ცი­ას მი­ა­ღ­წია, ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ ბო­რ­დო­ში რო­ლა­ნი მი­ჩ­ვე­უ­ლია წვი­მ­ებს და მასთან დაკავშირებული ყვე­ლა­ნა­ი­რი კა­ნო­ნ­ზო­მი­ე­რე­ბა შე­უ­ძ­ლია გა­თ­ვა­ლ­ოს.

ახალი ბრენდი, Tenuta Campo Di Sasso-ც ბოლგერის ეკოსისტემაში შედის, ვენახები ბიბონას ბორცვებზეა გაშენებული და იგი პირობებით ძალიან ჰგავს თურმე პომროლსა და სენტ ემილიონს, რის გამოც ანტინორი არაფერს რგავს მერლოსა და კაბერნეს გარდა. Insoglio del Cinghiale და­ა­ხ­ლო­ე­ბ­ით 350 000 ბო­თ­ლი იყ­ი­დე­ბა, 2 თვეს მუ­ხა­ში აძველებენ, ანუ ფა­ქ­ტო­ბ­რი­ვ­ად 1 წე­ლი­წა­დ­ში უკ­ვე გა­სა­ყო­დ­ად მზადაა ღვინო, რადგანაც ახ­ა­ლ­გა­ზ­დრდა ვა­ზია. თანაც მარკიზს უნ­დო­და ახ­ა­ლი, 10 ევ­რო­მ­დე სე­გ­მე­ნ­ტ­იც და­ე­კა­ვე­ბი­ნა, რათა და­ე­მ­ტ­კი­ცე­ბი­ნა, რომ მა­რ­ტო ძვი­რი­ან ღვი­ნ­ოს კი არ ასხამს, არ­ა­მ­ედ ის­ეთს, რო­მე­ლ­ს­აც ფა­სი­სა და ხა­რი­ს­ხ­ის იდეალური შე­ხა­მე­ბა აქვს. Pino de Biserno სწო­რ­ედ ის ღვი­ნოა, რო­მე­ლ­ზ­ეც მი­შ­ელ რო­ლა­ნ­თ­ან კა­მა­თო­ბ­დ­ა, როგორც ჩანს, მფლობელმა მა­ინც თავისი გა­ი­ტა­ნა და 20% მერლოს, 40% კაბერნე ფრანის, 25% კაბერნე სოვინიონისა და 15% პტი ვერდოს უცნაური შეხამებით, ძალზე საინტერესო ღვინო მიიღო (თუ­მ­ცა ეს არ ნი­შ­ნ­ავს, რომ ჯი­შე­ბ­ის შე­ხა­მე­ბა მუ­დ­ამ ას­ე­თი და­რ­ჩე­ბა, რაც იმაზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­მე­ლი ჯი­ში რო­გ­ორ და­მ­წი­ფ­დე­ბა ამ­ა­თუ­იმ წელს).

Tenuta Campo Di Sasso-ს ძირითად, ფლაგმან ღვინოს, Il Biserno ერქმევა, ეს დასახელება დაახლოებით 2010 წლისთვის მიიღებს დასრულებულ სახეს და მოიცავს 140 000 ბოთლს.

როგორც ზემოთ გითხარით, ანტინორი უნგრეთსა და ახალ ზელანდიაშიც ძალიან წარმატებით მუშაობს, ასე ამბობს, ტოკაით წარსულის გამო დავინტერესდი, ახალ ზელანდიას კი შესანიშნავი აწმყო და დიადი მომავალი აქვსო. ამის გამო 2000 წლიდან მოყოლებული, მისი შვედი მეღვინე დიდ დროს ატარებს ზელანდიაში (მოგეხსენებათ, იქ გაზაფხულზეა რთველი და საქმეში ხელი არავის ეშლება), თავად მარკიზი ლოდოვიკო კი ისევ ისეთი სიყვარულით საუბრობს კაბერნესა და მერლოზე, რომელიც გამძლეობის გამო უყვარს, სხვადასხვანაირ კლიმატებთან და მიწებთან ადაპტირების საოცარი უნარისთვის და კიდევ იმის გამო, რომ უცხო მიწაზე განუმეორებელ ინდივიდუალობას იძენენ. სწორედ ამის გამო, თავის ბოლო შედევრს, Il Biserno-ს სუპერტოსკანურ ღვინოს კიარა, იტალიურ grand cru-ს უწოდებს.

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული