Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცვლილებები და დამატებები „ვაზისა და ღვინის შესახებ“ (2008)

"ვაზისა და ღვინის შესახებ“

საქართველოს კანონშიცვლილებების შეტანის თაობაზე

 
მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N23-24, 30.06.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის „ა.ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ო) საბრენდე სპირტი (ახალგაზრდა საბრენდე სპირტი) – ღვინის ბრენდის წარმოების შუალედური პროდუქტი, რომელიც მიიღება საბრენდე ღვინის ორჯერადი ან ერთჯერადი გამოხდით;“.
2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სპეციფიკურ ზონაში მოწეული ყურძნის გადამუშავება, ღვინის წარმოება და ჩამოსხმა დასაშვებია ამ სპეციფიკური ზონის გარეთაც, მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“.
3. 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხარისხის მიხედვით დადგენილია ღვინის ბრენდის და ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის ბრენდის შემდეგი კატეგორიები:
ა) ახალგაზრდა ღვინის ბრენდი;
ბ) ღვინის ბრენდი;
გ) ღვინის ბრენდი ძველი;
დ) ღვინის ბრენდი ძალიან ძველი;
ე) ღვინის ბრენდი საკოლექციო.
2. ღვინის ბრენდი მზადდება მუხის კასრებში, მომინანქრებულ ავზში ჩაწყობილ, გაუაქტივებელ ან გააქტივებულ მუხის ტკეჩებზე დავარგებული საბრენდე სპირტებისგან, კერძოდ:
ა) ახალგაზრდა ღვინის ბრენდი – ერთიდან 3 წლამდე დავარგების საბრენდე სპირტებისგან;
ბ) ღვინის ბრენდი სამწლიანი – არანაკლებ 3-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან;
გ) ღვინის ბრენდი ოთხწლიანი – არანაკლებ 4-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან;
დ) ღვინის ბრენდი ხუთწლიანი – არანაკლებ 5-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან.“.
4. 336 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
 
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
საქართველოს პრეზიდენტი                                           მიხეილ სააკაშვილი
 
თბილისი,
2008 წლის 15 ივლისი.
N 192 – რს
 

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული