Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რობოტი-ბარმენი უკვე რეალობაა

სამმა ესპანელმა ბიზნესმენმა მსოფლიოში პირველი რობოტი-ბარმენი შექმნა. გრანადელი მეწარმეები ვარაუდობენ, რომ ლუდის ჩამომსხმელი ეს ავტომატი შეუცვლელი და უკონკურენტო იქნება. ავტობარმენში, როგორც მას შემქმნელებმა უწოდეს, ჩამონტაჟებულია მოწყობილობა, რომელიც ლუდის ოთხ კასრს იტევს და თანაც ცივად ინახავს. ავტობარმენში, როგორც მას შემქმნელებმა უწოდეს, ჩამონტაჟებულია მოწყობილობა, რომელიც ლუდის ოთხ კასრს იტევს და თანაც ცივად ინახავს. ამ არაჩვეულებრივი რობოტის შექმნის იდეა ალფონსო ვასკესს სწორედ მაშინ გაუჩნდა, როცა ერთ-ერთ მუსიკალურ ფესტივალზე ძალიან დიდხანს მოუწია სასმლის რიგში დგომა. მართალია, ბოლოს ბარის დახლამდე მაინც მიაღწია, მაგრამ უკვე კარგად გამთბარი ლუდი ერგო წილად. “სწორედ მაშინ ვიფიქრე - ცხადია, არსებობს რაღაც საშუალება, რომლითაც ლუდის დახლებთან ამხელა რიგს მოვსპობთ. თანაც ავტობარმენი ხომ ბიზნესისათვის ძალიან მომგებიანია – მცირე დროში ასხამს იმაზე მეტს, ვიდრე ადამიანს შეუძლია,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბატონმა ვასკესმა. ბიზნესმენმა ისიც განმარტა, რომ მათი გამოგონება ბარმენთა უმუშევრობას არ გამოიწვევს: “ისინი ჩამოასხამენ სხვა სასმელებს და ამაში უფრო ძვირს აიღებენ. გარდა ამისა, გაჩნდება კიდევ ერთი სამუშაო ადგილი. საჭირო იქნება ადამიანი, რომელიც ავტობარმენს აკონტროლებს, ანუ კასრებით მოამარაგებს.” ბატონი ვასკესის თქმით, გამომგონებლები სირთულეს მხოლოდ მაშინ წააწყდნენ, როცა ლუდის ჩამოსხმისა და მიწოდების ფუნქციას აპროგრამებდნენ. ამ სამუშაოს მათ ოთხი წელი შეალიეს. “ბარმენები პრაქტიკას გადიან და სწავლობენ, როგორ ჩამოასხან და როგორ მიართვან კლიენტს ლუდი. ისინი ხომ ამას ინსტინქტურად აკეთებენ”. როგორც ბიზნესმენები ამბობენ, ავტობარმენები მხოლოდ საკონცერტო დარბაზებსა და ისეთ დაწესებულებებში დაიდგმება, სადაც უბილეთოდ ვერავინ შედის. ამის წყალობით, არასრულწლოვნები ავტობარმენით ვერ ისარგებლებენ და მასთან ლუდს ვერ შეიძენენ. ბატონმა ვასკესმა ისიც განაცხადა, რომ “ლუდის კომპანიები ამ გამოგონებით დიდად არ აღფრთოვანდნენ. მათთვის ხომ სულ ერთია, ლუდს ვინ და როგორ ჩამოასხამს...”. თავად გამომგონებელი კი დარწმუნებულია, რომ მათი ქმნილება დიდ წარმატებას მიაღწევს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული