Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხვანჭკარა, ბადაგონი, 2010

25.70 ლარი

ეს ნახევრადტკბილი ღვინო ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნიდან მზადდება, რომელიც ხვანჭკარის მიკროზონაშია მოყვანილი. ძალიან კარგი გარეგნობის ღვინოა, ლალისფერი, კიდეებში უმცირესი იასამნისფერი რკალით. ძალზე ეფექტური სურნელი აქვს, სადაც პირველ რიგში ყვავილების, შინდის მურაბისა და ხენდროს ტონები იკვეთება. ასევე მცირედი ტკბილი სუნელები. კარგი მისაყოლებელია ჯემიან ნამცხვრებთან, ხილთან, ნაყინთან.

2012 წლის სექტემბრის დახასიათება

ძალიან ნაზი და სასიამოვნო ხვანჭკარაა, ერთ-ერთი საუკეთესო დღევანდელ ხვანჭკარებს შორის. მკრთალი ლალისფერია, ძოწისფერი რკალით. ძალიან მწიფე წითელი ქლიავის, დაშაქრული წითელი მოცხარის, ტკბილი სუნელების უდახვეწილესი სურნელებით ხასიათდება. ხანგრძლივი დაბოლოება აქვს, სადაც ბაღის ყვავილების არომატსაც იგრძნობთ. შესანიშნავი ნახევრადტკბილი ღვინოა, რომელიც ძალიან მოეწონებათ ასეთი ღვინოების გულშემატკივრებს. მიაყოლეთ დესერტებს, ხილის ჟელეებს, მსუბუქ ნამცხვრებს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული