Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხიხვი, ქინძმარაულის მარანი, 2012

26.00 ლარი

ეს ღვინო ამ კომპანიის მორიგი მოსავლის ხიხვია რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ. კლასიკური წესითაა დაყენებული, ჩალისფერია, ლიმნისფერი ტონებით და კარგად ნაცნობი პირველი სურნელებით, სადაც მცენარეული არომატები დომინირებს – მაგ. ბზა, წიწვოვანები... გარდა ამისა, ღვინოში აღმოაჩენთ ატმის მურაბისა და თეთრი ქლიავის ტონებსაც. მაღალჟავიანი, ახალი, ხალისიანი ღვინოა საინტერესო დაბოლოებით.

2015 წლის ივნისის დახასიათება

წლების მანძილზე ამ კომპანიის ხიხვის სტილი მკვეთრად ჩამოყალიბდა და ღვინის მოყვარულები უკვე ადვილად ცნობენ კლასიკურად დაყენებულ ამ ღვინოს, რომელიც ყვარლის რაიონში დაკრეფილი ხიხვიდანაა დაყენებული. ეს ღვინო შარშანაც გავსინჯე და წელს უკვე დაძველების კვალიც ეტყობა. ფერზე შეიძლება ითქვას, რომ მოლიმნისფერო–ოქროსფერია. პირველივე სურნელში კარგად ნაცნობი არომატები მოდის – ბზა და სხვა მწვანე, მცენარეული ტონებ, მათ შორის, მწვანე ჩაი. გემოზე რბილია, სასიამოვნო მჟავიანობით და ხანგრძლივი დაბოლოებით. 

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული