Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი, ჯაყელები, 2007

ეს საფერავი ერთად-ერთი ხაშმური საფერავია ქართულ ბაზარზე. არადა წესით, აქაური საფერავის არჩევანი იმდენად მრავალფეროვანი უნდა იყოს, რომ შედარებითი დეგუსტაციების გამართვა ხდებოდეს შესაძლებელი, როგორც მაგალითად მუკუზნის შემთხვევაშია. ჯაყელები ამ მხრივ პიონერები არიან. იორის ნაპირზე გაშენებული ბიო-ვენახიდან ჩამოკრეფილი და ხელით დარჩეული საფერავის ყურძნიდანაა ღვინო დაყენებული. დავარგებულია მუხის კასრებში, რაც უფრო მეტად გემოზე იგრძნობა, სურნელი კი იმდენად ღრმა და ინტენსიური აქვს და თან ძალიან ნაცნობიც (საფერავის მოყვარულებისთვის), რომ დიდხანს სიამოვნებით დაგაფიქრებს, სანამ პირველ ყლუპს მოსვამ. აქ უმთავრესად შავი კენკრისა და ტყის სურნელები იგრძნობა, დაბოლოებაში კი სხვადასხვანაირი კენკრის ძალზე მრავალფეროვანი ტკბილ-მლაშე კვალი რჩება. ძალიან ძლიერი ტანინებით სავსე კუნთებიანი ღვინოა. ცვრიან სტეიკზეა ზედგამოჭრილი.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული