Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი, ღვარძელაშვილების მარანი, 2014

ამ ღვინის და ახალი მარნის დებიუტი წელს, მაისში, ახალი ღვინის ფესტივალზე შედგა და შეიძლება ითქვას, რომ ქვევრის საფერავების რიგებს კიდევ ერთი ძალიან გამორჩეული ღვინო შეუერთდა. ყურძენი თელავის რაიონის სოფელ კონდოლშია მოყვანილი და მისგან, ავტორმა ძალზე ძლიერი (15%) და კუნთებიანი ღვინო დააყენა. გაუმჭვირვალი, მუქი ჟოლოსფერი ღვინოა, ცინცხალი, ახალი ღვინისთვის დამახასიათებელი პირველი არომატებით, რომელსაც შემდეგ მწიფე ყურძნიდან და ჭაჭაზე შედარებით ხანგრძლივი დავარგებისგან მიღებული არომატები ემატება, სადაც ერთმანეთს ერწყმის მცენარეული (ღვია, ანწლი) და შავი კენკრისა და ხილის არომატები. მძლავრი ტანინების მქონე ხანგრძლივი დაბოლოების ღვინოა, სრული გემოთი და დავარგების კარგი პოტენციალით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული