Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მუსკატი, შატო მუხრანი

ამ ჯიშიდან დაყენებული ერთადერთი შემაგრებული ქართული ღვინოა (18%). ძალიან კარგი გარეგნობით გამოირჩევა, ხალისიანი, სხივებიანი ქარვისფერია, თავიდანვე იგრძნობთ ხერესისთვის (მაგ Pedro Ximénez) დამახასიათებელ ტკბილ და ეკზოტიკურ სურნელებს, თუმცა მუსკატური, ყვავილოვანი ნოტებიც საკმაოდ კარგად გამოიცნობა. აღმოაჩენთ შავი მსხლის, ნიგვზის, ქიშმიშის, ლეღვის ჩირის, ფორთოხლის ცედრის სურნელებს, ღვინოს აქვს ძლიერი კარამელური დაბოლოება, რაც ხანგრძლივს და რბილს ხდის დაგემოვნებას. შესანიშნავი მისაყოლებელი იქნება კაკლუჭებთან, გოზინაყთან, პასკასთან, ნაყინთან.

© vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.