Home
ქართული | English
ოქტომბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანელები და ადგილობრივი ღვინო

ანალიტიკოსებმა ბრიტანეთში მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ მოსახლეობის 54%-ს საკუთარი ქვეყნის ღვინო არც კი გაუსინჯავს და ისინი უცხოურ და უფრო სანდო რეპუტაციის სასმელს ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა, შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში 400-ზე მეტი ვენახია გაშენებული და თავად ქვეყანა მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია. გამოკითხულთა ასევე 54% აცხადებს, რომ ერთ ბოთლ ღვინოში 6 გირვანქა სტერლინგზე მეტს არ იხდის. გამოკითხულთა მხოლოდ 7% არის მზად, ღვინის საყიდლად 10 გირვანქა დახარჯოს, საინტერესოა, რომ მათი უმრავლესობა ქალბატონია.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ ქალების 40%-მა და მამაკაცების 29%-მა ყურძნის არც ერთი ჯიშის სახელიც კი არ იცის და მოსახლეობის მხოლოდ 4%-ს შეუძლია ყურძნის 10 სახეობა დაასახელოს.

ისიც აღსანიშნავია, რომ 18-დან 24 წლამდე ბრიტანელთა 50% ღვინოს მხოლოდ სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ყიდულობს. 

გამოკითხვის შედეგები უცნაური ეჩვენათ თავად ანალიტიკოსებსაც, რადგანაც ქვეყანაში ადგილობრივ პროდუქტზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. მაგრამ საბოლოოდ ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ ბრიტანელთა უმრავლესობა დასასვენებლად ქვეყნის საზღვრებს გარეთ მიემგზავრება, იქაურ ვენახებს ათვალიერებს და ადგილზევე აგემოვნებს უცხოურ პროდუქტს. საკუთარ სამშობლოში მოწყობილ ვენახებსა და ღვინის მეურნეობებს ბრიტანელთა მხოლოდ 11% სტუმრობს. უმრავლესობამ კი ისიც არ იცის, რომ მათ ქვეყანაში მსგავსი ადგილები არსებობს.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.