გამოქვეყნებულია: 13 ივნისი, 2023 - 17:53
სტილი: ქვეევრის წითელი მშრალი ღვინო, 8 თვე ჭაჭაზე დავარგებული.
ადგილი: მესხეთი, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები.
ჯიში: მესხური ხარისთვალა, ცხენისძუძუ (თეთრი), მესხური შავი
ალკოჰოლი: 12%
ფერი: გამჭვირვალე შინდისფერი
სურნელი: თავიდანვე იგრძნობთ კვრინჩხისა და ღოღნაშოს, ასევე შავი კენკრის ტონებს (მოცვი, მოცხარი).
გემო: ელეგანტური, დახვეწილი წითელი ღვინოა, საგრძნობი ტანინებით და ხანგრძლივი დაბოლოებით.
კერძი: ღორის მწვადი, ხბოს მწვადი, შემწვარი ბოსტნეული და ლობიო
მიტანის ტემპერატურა: 15–17°
თემა:
თქვენი კომენტარი