Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კახური წარჩინებული (წითელი), ბადაგონი, 2005

ალაზნის ველზე, ალავერდის ზონაში მოკრეფილი საფერავიდან დონატო ლანატი კიდევ ერთ პრემიალურ ქართულ ღვინოს ამზადებს. “კახური წარჩინებული” უკვე სიმწიფეშია შესული, ხასიათდება მუქი ლალისფერით, დაეტყო სიძველის სასიამოვნო ნიშნები და სურნელშიც მეტად გამოჩნდა მწიფე ხილის ტონები, მაგ. ზღმარტლის, რომელსაც ჰარმონიულად ერწყმის შავი მოცხარის სურნელი. ღვინის გემოში კი მსუბუქი სიმწკლარტე და კენკრისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობა იგრძნობა.

            მიაყოლეთ მოხარშულ ხბოს ხორცს, გრილზე შემწვარ ძეხვეულს. კარგი იქნება შემწვარ სულგუნთან, შემწვარ ქათამთან და პიცასთან.
 
მალხაზ ხარბედია

 © vinoge.com



ეს არის ელეგანტური და დახვეწილი, კეთილშობილი წარმოშობის ქართული ღვინო! ნამდვილად!


მომიტევეთ,მაგრამ გავსინჯე თქვენი საფერავი და არ მომეწონა. ვფიქრობ რომ ამხელა ტექნოლოგიების და ფინანსების მქონე კომპანიას არ შეეფერება ასეთი ღვინო.სხვა ღვინოებზე ვერაფერს ვიტყვი,მაგრამ საფერავი ალბათ ის ბრენდი უნდა იყოს რომელიც ზუსტად გამოხატავს კომპანიის სახეს. პატივისცემით დავით ქობალია.


ბატონო დავით, მე ბევრი შემხვედრია ისეთი, ვისაც გაუსინჯავს საფერავი და არ მოსწონებია. და იცით, ეს ადამიანები ვინ არიან? თურმე მათ ზოგადად მშრალი ღვინოები არ მოსწონთ და ამის შესახებ თვითონ არ იციან. ეს არის და ეს. :) სწორად გამიგეთ. თორემ ბადაგონის საფერავს საერთოდ კომენტარის გაკეთება არ სჭირდება. :))) მე, მაგალითად, როგორც ბევრ ქართველ ქალს და არამარტო ქალს, ნახევრადტკბილი და ნახევრადმშრალი ღვინოები მირჩევნია... პატივისცემით, მარიამი


qalbatono mariam. me shesanishnavad varchev gvinos mshralia, naxevrad mshralia tu ase shemdeg da moyvaruli var zustad mshrali gvinis. me gamisinjavs sxva kompaniebis saferavic da getyvit rom tundac teliani velis saferavi bevrad jobia badagonisas. sworad gamiget imis tqma ar msurs rom badagonis saferavi ar varga, ubralod chemi azrit amxela resursebit (finansebi, teqnologia da a.sh.) bevrad uketesi shedegis migeba sheidzleboda. pativiscemit Davit Qobalia.


მე მივხვდი, რატომაც ახსენეთ "თუნდაც თელიანი ველი". :)) ყველაფერი გასაგებია. Si, certo, Badagoni! :)))


me mgoni rom ver gaiget.. :)) da albat teliani velis warmomadgeneli gqonivart.. asea xom? me sul sxva kompaniashi vmushaob da ubralod avige magalitad teliani veli.. da amit xazis gasma ar mifiqria.:)))


კი, ბატონო, მასე ვიფიქრე სწორედაც. მაგრამ მგონი დროა, დავამთავროთ ეს მიწერ-მოწერა, ბატონო დავით. :)))


fasi mainteresebs ra badagonis teliani velleys ?


Gamarjobat mainteresebs am gvinis kaxuri warchinebulis 2005wlis chamosxmis amjamindeli girebuleba


ახლა შეიძლება არც იყოს ბაზარზე. კომპანიას დაუკავშირდით, ბადაგონს.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული