ალაზნის ველზე, ალავერდის ზონაში მოკრეფილი საფერავიდან დონატო ლანატი კიდევ ერთ პრემიალურ ქართულ ღვინოს ამზადებს. “კახური წარჩინებული” უკვე სიმწიფეშია შესული, ხასიათდება მუქი ლალისფერით, დაეტყო სიძველის სასიამოვნო ნიშნები და სურნელშიც მეტად გამოჩნდა მწიფე ხილის ტონები, მაგ. ზღმარტლის, რომელსაც ჰარმონიულად ერწყმის შავი მოცხარის სურნელი. ღვინის გემოში კი მსუბუქი სიმწკლარტე და კენკრისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობა იგრძნობა.
© vinoge.com