გამოქვეყნებულია: 6 მაისი, 2013 - 21:40
11.00 ლარი
შესანიშნავი იდეა იყო იყალთოს მწვანეს სახელით ღვინის ჩამოსხმა, ძველი, 30-იანი წლების ღვინის დასახელებები გამახსენდა – რუისპირის მწვანე, მწვანე ნასამხრალი და სხვ. როგორც მიხვდით, შიდა კახეთში, თელავთან, სოფელ იყალთოში დაკრეფილი მწვანედანაა ღვინო დაყენებული. ცოტათი მოოქროსფერო ჩალისფერია. ეს ახალი, მსუსხავი ღვინო პირველ რიგში ლიმნის ცედრისა და მწიფე ალუჩის სურნელებით ხასიათდება. საკმაოდ ხანგრძლივი დაბოლოება აქვს, კარგი მისაყოლებელი იქნება ყველებთან, მდინარის შემწვარ თევზთან, ქათმის თეთრ ხორცთან.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი