Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ალავერდი ტრადიციული (წითელი), ბადაგონი, 2007

უკანასკნელი წლების მანძილზე არც ერთ ქართულ ღვინოს არ მიუღწევია ისეთი წარმატებისთვის, როგორსაც ბადაგონის ამ ღვინომ მიაღწია. რამდენიმე თვის წინ მან ჟურნალ “დეკანტერის” სახელგანთქმულ ღვინის კონკურსზე რეგიონალური Trophy მოიპოვა, რაც უდაოდ შეიძლება ჩაითვალოს დიდ წარმატებად. სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე ღვინო ჯერ-ჯერობით არ ჩანს, თუმცა იმედია ქართველ მომხარებელსაც მიეცემა საშუალება დააგემოვნოს ”ალავერდი ტრადიციული”. ფერზე ღვინო ალუბლისფერია, კენკრისა და მოხალული ხორბლის, მცირედი ყავის ტონებით. მუხა იდეალურადაა შეხამებული ღვინის სიძლიერესთან, და ზოგადად ძალზე დაბალანსებული და ღრმა ღვინოა ხანგრძლივი დაბოლოებით. კარგი მისაყოლებელი იქნება სტეიკებტან და ცვრიან მწვადთან.

© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123