Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ალავერდი ტრადიციული (თეთრი), ბადაგონი, 2007

ალავერდის მონასტრის მარანში, ტრადიციული წესით, ქვევრში დაყენებული ეს ღვინო ნამდვილად ეტალონური კახური ღვინოა. ძალიან სასიამოვნო გარეგნობის ქარვისფერი ღვინო გემრიელად ისხმება ჭიქაში და პირველივე სურნელებზე იპყრობს დამლევს. ჯერ ქაცვის, შემდეგ კი მზეზე დაბრაწული ვაშლის ჩირის ტონები ჩნდება, რომელიც გემოს დიდხანს მიჰყვება. რბილია, ელეგანტური და ღრმა. დაბოლოს, ამ ღვინოს, ჩემი აზრით ქართულ ღვინოებს შორის საუკეთესო ეტიკეტი ამშვენებს. მისაყოლებლად რა თქმა უნდა, ტრადიციული ქართული კერძები უნდა შევუხამოთ: ჩახოხბილი, გუფთა-ბოზბაში, ჩაქაფული, შილაფლავი.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123