Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Taylor's 1985 Vintage Port

ვინტაჟური პორტვეინი ალბათ მსოფლიოს ყველაზე სიცოცხლისუნარიანი და დავარგების უზარმაზარი პოტენციალის მქონე ღვინოა. ეს კონკრეტული ღვინო 1985 წლის მოსავლისაა, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. Taylor'sის ამ ღვინოს ძალიან ბევრი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, წელს დეკანტერის კონკურსზე ოქრო მოიპოვა. ღვინო დაყენებულია ტრადიციული პორტოს ჯიშებიდან – ტურიგა ნასიონალი, ტურიგა ფრანკა და სხვ. ამ 28 წლის ღვინოს გარეგნობაშივე ეტყობა დაძველება, თუმცა იგი კიდევ დიდხანს განვითარდება. ბროწეულისფერია, მოყავისფრო რკალით, საკმაოდ გამჭვირვალე. ძალიან კონცენტრირებული სურნელი აქვს, სადაც ტკბილი სუნელები (მიხაკი, დარიჩინი) გამოდის წინა პლანზე. ძალიან ხანგრძლივი დაბოლოება აქვს და ძლიერ  შთაბეჭდილებას ტოვებს. გემოზე ჯერ კიდევ ცოცხალი და ხალისიანია, ძალზე დამაინტრიგებელი. ბევრი ლექი აქვს და დალევამდე აუცილებლად სჭირდება დეკანტირება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.