გამოქვეყნებულია: 27 დეკემბერი, 2013 - 12:08
28.00 ლარი
ჟღია იშვიათი კახური ჯიშია, რომელიც მცირედი ნარგავების სახითღა თუ არის შემორჩენილი. მხოლოდ ლექსო ციხელიშვილი მეგულება, ვისაც ჟღიას იმდენი ძირი აქვს გაშენებული, რომ მოსავლიდან ათეულობით ბოთლი ღვინო მაინც დააყენოს. ეს ჟღიას ბაზარზე გამოტანის პირველი შემთხვევაა. ვაზი სოფელ ზემო ხოდაშენშია გაშენებული, თავად ღვინო ფერზე ძოწისფერია, რაც მცირედი დაჟანგვის ნიშანი უნდა იყოს, გემოზე კი ტკბილი ტყლაპის, ლეღვის ჩირისა და ხურმის ჩირის ტონებს იგრძნობთ. შედარებით თხელი, ნაკლებ ინტენსიური შეფერვის ძალიან სასიამოვნო, ელეგანტური ღვინოა. სასიამოვნო და გემრიელი ტანინები დაბოლოებაში გადახარშული ტყემლის მურაბის გემოს ტოვებს. ალკოჰოლი 13%.
© ღვინის კლუბი /Weekend
თემა:
მალე საიტის დიზაინი შეიცვლება. ყველაფერი იქნება :))
თქვენი კომენტარი