Home
ქართული | English
მარტი 2021
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

მულტიმედია

კომენტარები

Online ახალი ღვინის ფესტივალი 2020

27, 28, 29 დეკემბერს, “ღვინის კლუბი” გეპატიჟებათ მე–11 “ახალი ღვინის ფესტივალზე”, რომელიც ამჯერად Online გაიმართება.

მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე წლევანდელი “ახალი ღვინის ფესტივალი” სრულიად განსხვავებულ პირობებში ჩაატარდება, განსხვავებული ფორმატითა და კონცეფციით, რომელიც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად დაეხმარება თვეების მანძილზე კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩენილ სფეროს, გაზრდის ცნობადობას ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე. ხელს შეუწყობს გაყიდვებს. და რაც მთავარია, ღვინის მოყვარულებს შეეძლებათ საახალწლო და საშობაო სუფრები დაამშვენონ განსაკუთრებული, საუკეთესო ქართული ღვინოებით.

ფესტივალი ვიდეო–ჩართვების რეჟიმში გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც მცირე მარნები, ასევე დიდი კომპანიები. თითოეულ მარანს საკუთარი პროდუქტის წარსადგენად 10 წუთი დაეთმობა ვიდეო–ჩართვისთვის. ყოველი მონაწილისთვის დამზადდება სპეციალური საინფორმაციო პოსტერი ქართულ და ინგლისურ ენაზე, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში იქნება მთელს საახალწლო პერიოდში (10 დეკემბრიდან 15 იანვრამდე).

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 100–ზე მეტი მარანი. წარმოდგენილი იქნება 2019 წლის ღვინოები, თუმცა მარნები სხვა მოსავლის ღვინოებსაც გაყიდიან ფესტივალის ფარგლებში.

ღვინოების შეძენა და გასინჯვა მთელი დეკემბრის მანძილზე იქნება შესაძლებელი, საქართველოში მოქმედი ყველა ონლაინ ღვინის მაღაზიის დახმარებით. 27, 28, 29 დეკემბერს კი უშუალოდ Online ფესტივალში შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა, ჩატში დაუსვათ თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვები მევენახე–მეღვინეებს, იყიდოთ სასურველი ღვინოები, მონაწილეობა მიიღოთ კონკურსებში და სხვ. 

ჩართვები ძირითადად კონკრეტული მარნებიდან მოხდება, რაც ნიშნავს, რომ მწარმოებელს საშუალება მიეცემა პირდაპირ წარმოშობის ადგილიდან გააცნოს მომხმარებელს თავისი ღვინო.

ფესტივალის ბოლოს გაიმართება “ღვინის აუქციონი”. აუქციონიდან შემოსული სრული თანხა მოხმარდება “COVID-19”–თან ბრძოლის ღონისძიებებს (ზუსტი ინფორმაცია იხ. რამდენიმე დღეში). 

შეგახსნებთ, ღვინოების წარდგენა და გაყიდვა შესაძლებელი იქნება ფესტივალამდე და ფესტივალის შემდეგაც პარტნიორი ონლაინ მაღაზიების დახმარებით და ასევე უშუალოდ მარნიდან. 24 დეკემბრიდან – 2 იანვრამდე შესაძლებელი იქნება ღვინოების შეძენა უშუალოდ მაღაზიაშიც.

ყველა მარნისთვის ფესტივალში მონაწილეობის საფასურია 150 ლარი. რეგისტრაცია დაიწყება 7 დეკემბერს.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან ქართული ღვინის ონლაინ მაღაზიები: 8000 მოსავალი / 8000 Vintages, Wine Library • ღვინის ბიბლიოთეკა, ჯი.ვინო • G.Vino, Allwine.ge, Wine Boutique, Wine Market და სხვ.

მონაწილეობის მსურველები დაგვიკავშირდით: ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88. 

ანკეტა კომპანიებისთვის

დარჩი სახლში! 

შეავსე ქართული ღვინის მარაგი!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.