Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

Crios Rose of Malbec, Mendoza, Argentina, 2008

ძალან სასიამოვნო დასალევი, საზაფხულო ღვინოა. კარგი იქნებოდა სუფრის დასაწყებადაც (აპერიტივზე). Crios ახალ თაობას ნიშნავს და ეს ღვინოც დაძველებისთვის არ არის გამიზნული, ასე რომ, უჯობესია დაილიოს ადრეულ ასაკში. გაკეთებულია ძველ ვენახში (30 წლიანი) მოკრეფილი მალბეკისგან. საშუალო სხეულიანია და ალკოჰოლიც საკმაოდ მაღალი - 14% აქვს. გამოირჩევა ალუბლის, ჟოლოსა და მარწყვის სასიამოვნო არომატით. ბოლოს შავი წიწაკაც იგრძნობა. დაბოლოებაც საკმაოდ ხანგრძლივია.
 
©Naotreli

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234