Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“საქართველო – ნატურალური ღვინის სულიერი სამშობლო”

ასეთი სათაურით გამოქვეყნდა რამდენიმე დღის წინ სტატია მსოფლიოს ერთ–ერთ წამყვან ღვინის გამოცემაში Wine Enthusiast, რომელიც აშშ–ში ნატურალური ღვინისადმი მზარდ ინტერესსა და ამ მიმდინარეობაში ქართული ღვინის ადგილს მიეძღვნა. ჩვენი ღვინო ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ამერიკაში, მათ შორის აშშ–შიც, რის დასტურადაც სტატიის ავტორს, მაიკ დესიმონი (Mike Desimon) პირველივე აბზაცებში Esters Wine Shop & Bar–ის “ღვინის დირექტორის”, ელაინა ლეიბის სიტყვები მოჰყავს, რომლის თანახმადაც ქართული ქვევრის ღვინოს ძალიან ბევრი მყიდველი ჰყავს.

სტატიაში რამდენიმე ქვესათაურია: ღვინო საქართველოში, თიხაში დავარგება, ველური საფუვრები და ჭაჭაზე დაყოვენება. ავტორის აზრით სწორედ ეს თემებია უმთავრესი, როდესაც ქართულ ქვევრის ნატურალურ ღვინოზე ვსაუბრობთ. ჩამოთვლილია ჯიშები, ისტორიული პირობები და აღნიშნულია, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 88%–იანი ზრდა იყო ამერიკის ბაზარზე. ავტორი ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდსაც შეეხება და აღნიშნავს, რომ ბოლო წლების მანძილზე ქვევრის ფასი 10–ჯერ გაიზარდა – “ქვევრი, რომელიც 15 წლის წინ 100 ევრო ღირდა, ახლა 1000 ევროდ იყიდება”.

სტატიის ბოლოს ავტორი ქვევრის ღვინოებს ახასიათებს, გამოყოფს ძირითად არომატებს და ყოველი შემთხვევისთვის აფრთხილებს მკითხველს, რომ ქვევრის ნატურალური ღვინო შესაძლოა ცოტათი მღვრიეც კი იყოს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული