Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ქათმის ღვიძლის პაშტეტი ბეკონით

საჭირო მასალა: 250 გ ცხიმიანი ბეკონი, 2 თავი ხახვი, 850 ქათმის ღვიძლი, 350 გ უცხიმო ღორის ხორცი, 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 1 მწიკვი ძირა, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 50 მლ კონიაკი, 150 მლ 35%-იანი ნაღები, პილპილი და მარილი გემოვნებით.

მომზადება: ბეკონი დავჭრათ და შევწვათ ცხელ ტაფაზე. იმავე ტაფაზე, ბეკონის შენამწვარში მსუბუქად მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ ღვიძლი, დაფნის ფოთოლი, სანელებლები, 1-2 წუთი ვშუშოთ ერთად და შემდეგ გავატაროთ ჯერ ხორცსაკეპ მანქანაში წვრილ ბადეზე, შემდეგ დავატრიალოთ კომბაინში. მასას დავუმატოთ ნაღები და კონიაკი, ფორმაში ჩავფინოთ ფოლგა, ზედ მოვათავსოთ პაშტეტის მასა, ფოლგით დავხუროთ და გამოვაცხოთ 165 გრადუსზე 1 - 1.5 საათის განმავლობაში. სუფრასთან მიიტანეთ ბოსტნეულის სალათებთან ერთად.

 © ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123