Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

შემწვარი ან მოხარშული ქამბალა საწებლით

ქამბალა ერთი-ორი საათით დაალბეთ თბილ წყალში, მოაშორეთ ქაცვი, გადააძვრეთ კანი, დაჭერით ნაჭრებად და მოხარშეთ მარილწყალში ან შეწვით ზეთში, ორივე მხრიდან.
ნიგოზი, მარილი, ნიორი, წიწაკა, ქინძი ერთად კარგად დანაყეთ, გახსენით ადუღებულ ცივ წყალში, დაუმატეთ ძმარი და აურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. თევზი დააწყვეთ ლანგარზე და ზემოდან გადაასხით მომზადებული საწებელი.
მასალა: ქამბალა - 1 კილოგრამი. ზეთი - 2-3 სუფრის კოვზი. ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა. ნიორი - 1-2 კბილი. ქინძი - 3-4 ძირი. ხახვი - 2 თავი. წყალი - 2 ჩაის ჭიქა. ძმარი - 2-3 სუფრის კოვზი. წიწაკა, მარილი - გემოვნებით.

© DODI

 

 

თემა:

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123