Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი მაროკოულად

საჭირო მასალა: 4 ულუფისათვის –1 ქათამი (1.5 კგ), 400 მლ წყალი, 1 თავი წვრილად დაჭრილი ან დაქუცმაცებული ხახვი, 4 კბილი ნიორი, 100 გ კარაქი, 1 ს.კ. ნედლი ჯანჯაფილი, 1 ღერი დარიჩინი, 3/4 ჩ.კ. კურკუმა, 3-4 ღერი ზაფრანა, 3 ს.კ. ლიმონის მწნილის წვენი, 100 გ მწვანე ზეთისხილი, 100 გ ლიმონის მწნილი, ქინძი და ოხრახუში - გემოვნებით.

მომზადება: ქათამს შევაზილოთ დანაყილი ნივრის, ჯანჯაფილისა და კურკუმას ნარევი. მოვათავსოთ ქვაბში ან გამოსაცხობ ფორმაში, დავუმატოთ დაქუცმაცებული ხახვი, კარაქი, წყალი, ზაფრანა და შევდგათ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთით. პერიოდულად ვასხათ თავისივე წვენი. შემდეგ გამოვიღოთ ღუმლიდან, მოვასხათ ლიმონის მარინადი, მოვაყაროთ ზეთისხილი, დამწნილებული ლიმონის კანი, მოვუმატოთ ტემპერატურას 210 გრადუსამდე და გავაჩეროთ კიდევ 20-30 წუთი, ვიდრე კარგად არ შეიბრაწება. სუფრასთან მივიტანოთ კუსკუსთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.