Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინდაურის შნიცელი

საჭირო მასალა: 3 ს.კ. მწვანე ან შავი პილპილის მარცვლები, 3 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 1 კონა მწვანე ხახვი, 4 ნაჭერი (თითო 150 გ) ინდაურის ფილეს ნაჭრები, 4 ს.კ. ბრენდი, 300 მლ ნაღები, მარილი, პილპილი, ზეთი – გემოვნებით.

მომზადება: თუ მწვანე წიწაკა გვაქვს, დავსრისოთ, ხოლო თუ სავი – მსხვილად დავფქვათ. ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ. მწვანე ხახვი წვრილად დავკეპოთ. ხორცის ნაჭრებს მოვაყაროთ მარილი და ზეთში მაღალ  ცეცხლზე შევბრაწოთ, შემდეგ კი ამოვიღოთ და ფოლგაში შევახვიოთ. ხახვი და ნიორი ტაფაზე ვშუშოთ, სანამ ფერს არ შეიცვლის, დავუმატოთ პილპილი და 2 ს.კ. ბრენდი. მოვურიოთ და დავასხათ ნაღები. როდესაც სოუსი წამოდუღდება, დავუმატოთ შემწვარი ინდაურის ხორცი და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი, მარილი და პილპილი. მივირთვათ კარტოფილთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული