Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცხვრის ხორცი ფორთოხლით

საჭირო მასალა: ცხვრის 4 ცალი წინა ბარკალი, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით

5 ს.კ. ზეთი, 400 მლ. ხორცის ბულიონი, 5 ღერი ნედლი ან 2 ჩ.კ. გამშრალი ქონდარი, 500 გ. სტაფილო, 4 თავი ხახვი, 5 ღერი პიტნა, 6 ღერი ოხრახუში, 2 კბილი ნიორი, 1 ცალი მოზრდილი ფორთოხალი.

მომზადება: ცხვრის ბარკლები შევამშრალოთ, წავუსვათ მარილი და პილპილი. სქელძირიან  ქვაბში ან მაღალ ტაფაში გავაცხელოთ 3 ს.კ. ზეთი, შიგ ჩავაწყოთ ბარკლები და მაღალ ცეცხლზე კარგად შევბრაწოთ, შემდეგ კი დავასხათ ბულიონი და ვხარშოთ. სტაფილო დავჭრათ მსხვილად. ხახვი გავჭრათ ოთხ-ხუთ ნაწილად. ბოსტნეული მოვშუშოთ დარჩენილ ზეთში, შემდეგ დავუმატოთ ხორცს და ერთად ვშუშოთ 30 წუთის განმავლობაში. ნიორი, ქონდარი, ოხრახუში და პიტნა ავკეპოთ, დავამატოთ ფორთოხლის ცედრა, მისი წვრილად დაჭრილი რბილობი თეთრი გარსის გარეშე და შევურიოთ ხორცს. 1-2 წუთის შემდეგ კერძი მზად იქნება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.