Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჭარხლის ფხალი გამომცხვარი ხორცთან ერთად

მასალა:
კილოგრამი ჭარხლის ფოთოლი
ნახევარი კილოგრამი საქონლის ფარში
2 კვერცხი
ოხრახუში, ქინძი, სუნელები, რეჰანი
ერთი ცალი ლიმონი
დაახლოებით 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
3 ცალი პომიდორი
ერთი ცალი სტაფილო
2 ცალი ბულგარული წიწაკა
ერთი მწვანე მწარე წიწაკა
2 ხახვი
2 კბილი ნიორი

მომზადება:
ფხალი გავასუფთავოთ, მოვთუთქოთ, გადავწუროთ. დავჭრათ წვრილად და ხახვსა და ნიორთან ერთად მოვთუშოთ, დავამატოთ სუნელები, მარილი, ლიმონის წვენი. საქონლის ფარში მოვხრაკოთ ცოტა ხახვთან, ბულგარულ წიწაკასა და გახეხილ სტაფილოსთან ერთად, დავუმატოთ გახეხილი პომიდორი, დაფნის ფოთოლი, წვრილად დაჭრილი მწარე წიწაკა, ბოლოს გათქვეფილი კვერცხი. გადავწუროთ. ღრმა შუშის ფორმას მოვუსვათ ზეითუნის ზეთი და ჩავაწყოთ ფენებად ჯერ ფხალი, შემდეგ ფარში, და ა.შ. ბოლო ფენა დავფაროთ თხლად დაჭრილი პომიდვრითა და ბულგარული წიწაკით, მოვასხათ მარილიანი კრემი და გამოვაცხოთ აირღუმელში.
მომზადების შემდეგ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილეულობა.
 
© makedoniko

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული