Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შემწვარი საქონლის ღვიძლი ვაშლით

საჭირო მასალა: 150 მლ ძმარი ბალზამიკო, 150 მლ ბულიონი, 4 ცალი წითელი ხახვი, 650 გ ძროხის ღვიძლი, 3 ს.კ. ზეთი, 4 ღერი ნედლი ან დაფქული თავშავა, 3 ცალი მჟავე ვაშლი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ბალზამიკო და ბულიონი პატარა ქვაბში წამოვადუღოთ. როდესაც 1/3 დააშრება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და  შევინახოთ. ხახვი თხელ რგოლებად დავჭრათ. ღვიძლს გადავაცალოთ აპკი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი.  ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და ღვიძლი ორივე მხრიდან შევწვათ მაღალ ცეცხლზე. მოვაყაროთ თავშავა, შემდეგ გადავიტანოთ საცხობ ფურცელზე და 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში  15-20 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. სანამ ღვიძლი შეიწვება, ვაშლი გავრეცხოთ, გული ამოვაჭრათ და რგოლებად დავჭრათ. ვაშლი გაცხელებულ ზეთში 1-2 წუთის განმავლობაში შევწვათ. ბოლოს დავუმატოთ ხახვი 5-6 წუთის განმავლობაში ერთად ვშუშოთ. მოვყაროთ მარილი და პილპილი. ღვიძლის მომზადებამდე 4-5 წუთით ადრე მოშუშული ვაშლი ღვიძლს დავადოთ. მზა კერძს სუფრაზე მიტანის წინ ბალზამიკოს სოუსი მოვასხათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული