Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვიძლის ტორტი

უმი ღვიძლი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ 2 კვერცხი, 3 ს/კ ფქვილი, სოდა და კარგად ავურიოთ, დავუმატოთ იმდენი რძე, რომ ბლინის ცომის კონსისტენციის მასა მივიღოთ. კარგად გაცხელებულ ტაფაზე ორივე მხარეზე გამოვაცხოთ.

სტაფილო და ხახვი გავასუფთავოთ, ხახვი წვრილად დავჭრათ და სტაფილო სახეხზე გავხეხოთ, მოვთუშოთ ზეთში, ავურიოთ მაიონეზი და ფენა-ფენა წავუსვათ ღვიძლის ბლინებს, ზემოდანაც წავუსვათ მაიონეზი და ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. იდეალურ შემთხვევაში ღვიძლის ტორტი 12 საათი უნდა მოვათავსოთ მაცივარში და შემდეგ მივირთვათ.

PS. სურვილის შემთხვევაში, სტაფილოს შეგიძლიათ დაუმატოთ 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, რომელიც პიკანტურ გემოს მატებს

მასალა:

0,5 კგ. ღვიძლი
2 კვერცხი
3 ს/კ პურის ფქვილი
0,5 ჩ/კ სოდა
ცოტა რძე
მარილი, წიწაკა - გემოვნებით
2 საშუალო სტაფილო
მაიონეზი
ახალი მწვანილი
50 გ. ზეთი

© rtuli



რისი ღვიძლი იქნება - საქონლის თუ ღორის, აქვს მნიშვნელობა?


araaqvs mniSneloba risi gviZlia,Tumca goris gvidzlit ufro gemrieli gamovida.


როგორც ყოველთვის, რთული აქაც შეუდარებელია :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.