Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უხა ფორთოხლის ქერქით

1 კგ. თევზი
1ც. სტაფილო
1 ც. ხახვი
1ც. დაფნის ფოთოლი
1 ს.კ. ტომატის პასტა
1 ც. ფორთოხალი
1 ს.კ. არაყი
ოხრახუში, პრასი, მწვანე ხახვი, ქინძი, ზაფრანა, ნიორი, მარილი, შავი პილპილი

დავჭრათ თევზი საშუალო ნაჭრებად, დავასხათ 1,5 ლიტრა წყალი, დავახეხოთ ხახვი, სტაფილო, ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი, დავაჭრათ ოხრახუში, მარილი ჩავყაროთ გემოვნებით და შევდგათ ცეცხლზე. ადუღდება თუ არა, ცეცხლს ძალიან დავუწიოთ და მძიმედ ვხარშოთ 25 წუთის განმავლობაში. გავფცქვნათ ფორთოხალი, კანს მოვაცალოთ დანით ზედმეტი თეთრი გარსი (ანუ ძალიან არა, რაც დანა აიღებს), დავჭრათ თხელ ღეროებად, პრასის თეთრი თავები დავჭრათ რგოლებად, მწვანე ხახვიც, 4 კბილი ნიორი. გავახუროთ ტაფა, მოვასხათ ზეთი და მოვშუშოთ კარგად დაჭრილი ხილ-ბოსტნეული, შუშვის დროს დავუმატოთ ტომატ პასტა, ბოლოს არაყი და გადმოვდგათ. ზაფრანა, პილპილი, ქინძი დავუმატოდ და ჩვაუშვად მომზადებულ ბულიონში (ანუ 25 წუთის მერე) და კიდევ ვხარშოთ 15 წუთის განმავლობაში.
გავხუხოთ პურის ნაჭრები და წაუსვად თხლად მაიონეზის, დაჭყლეტილი ნივრის და ოხრახუშის ნარევი. მივირთვად ტოსტებთან ერთად.
 
© rtuli

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული